მთავარი ურთიერთობები 6 რჩევა, საუკეთესო ქმარი რომ გახდეთ!

6 რჩევა, საუკეთესო ქმარი რომ გახდეთ!

by guramus

ახლადშექმნილი ოჯახის შექმნა-ჩამოყალიბებისთვის წყვილს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვს.
რთულია სიახლეებთან შეჭიდება, იმიტომ რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე წარმოქმნილი პრობლემები, ერთი შეხედვით ძალიან ბედნიერ პერიოდს ხშირად ჯოჯოხეთად აქცევს.
როგორი უნდა იყოს სამაგალითო ქმარი?
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მოგეხმარებათ შეემზადოთ ან გამოასწოროთ თქვენი ცხოვრებისეული ყოველდღიურობა.

თქვით ის სიტყვები, რომლებიც ნამდვილად გსურთ: არ შეალამაზოთ სათქმელი, გარდა გამორჩეულად განსაკუთრებული სიტუაციების. კარგი ქმარი ყოველთვის მეუღლის სამსახურშია. იცის, როგორ აგრძნობინოს თავი განსაკუთრებულად,  როგორ შეაქოს მაშინაც კი, თუ მაინცდამაინც ვერ გამოიყურება სახარბიელოდ. “ქმარი” არ არის მხოლოდ სტატუსი. ეს არის გარკვეულწილად მოვალეობათა ერთობლიობა, რომელსაც მეორე ნახევარი საკუთარი ნებით თანხმდება.

საჯარო ადგილებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმეთ: პატივისცემა, ნდობა და ლტოლვა, ეს ის სამი მთავარი, ყველზე მნიშვნელოვანი თეზისია, რომელიც სიყვარულის შენებაში და მის შემდგომ განვითარებაში იღებს მონაწილეობას. თქვენმა პარტნიორმა უნდა იგრძნოს, რომ ნებისმიერ სიტუაციასა და ხალხმრავლობაში მის გვერდით იქნებით.

ესაუბრეთ ხშირად და ყველაფერზე: შესაძლოა, თქვენთვის სულაც არ იყოს საინტერესო “გუჩის” ახალი კოლექცია ან მეზობლის ფარდების ფერი… მაგრამ ნუ შეაწყვეტინებთ, თუ ეს მას სიამოვნებას მიანიჭებს, დაე, ილაპარაკოს. მოუსმინეთ, დაეთანხმეთ ან დაუსვით დამატებითი კითხვები მაღაზიებში არსებულ ფასდაკლებებსა და ფეშენებელური ჩანთების მაღაზიების მისამართების ირგვლივ.

ნუ გამოსცდით მის მოთმენებას: შესაძლოა, ურთიერთობის საწყისი ეტაპი ისეთი სასიამოვნო არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით, მაგრამ ეგ არაფერია, რადგანაც ნამდვილი და მყარი ურთიერთობები მოთმენასა და მოსმენის საჭიროებებზე დგას. როგორც წესი, სიახლეები თავიდან  რთულად აღსაქმელი ჩანს და წყვილების უმეტესობა სწორად ვერ იაზრებს საკუთარ, გაორმაგებულ შესაძლებლობას. დათმეთ და მოიგებთ! ეცადეთ, ყველა საკითხის ირგვლივ გააზრებული პასუხი გქონდეთ.

ელაპარაკეთ თქვენს მავნე ჩვევევზე და მიუთითეთ საკუთარ ნაკლზეც: ნაკლზე მითითება ნიშნავს, რომ გსურს შენი მეორე ნახევრის სუსტი მხარეების გამოსწორება. ეს ლოგიკურიცაა, რადგანაც სიყვარული ადამიანის უკეთესობისკენ შეცვლის ალბათობას ერთიორად ზრდის.

უთხარით, რომ მისი ღიმილი ყველაფერია: საყვარელი ადამიანის ღიმილზე კარგი სანახავი ამქვეყნად, არაფერი არის. როცა იაზრებ, რომ ის ბედნიერია და მისი დადებითი განწყობის ერთ-ერთი, /ყველაზე მთავარი თუ არა/ მიზეზი თავადვე  ხართ. უთხარით, რომ თქვენ  მისი ღიმილით ამქვეყნად ყველა ბარიერს გადალახავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: