მთავარი საკითხავი რატომ ხდებიან კარგი ადამიანები ცუდები – ფილიპ ზიმბარდოს 20 ციტატა

რატომ ხდებიან კარგი ადამიანები ცუდები – ფილიპ ზიმბარდოს 20 ციტატა

by guramus

1. არავინ არის კარგი და ცუდი, ყველა დადებითის და უარყოფითი თვისებების რთული ჯამი ვართ, რომელიც ხან ჩნდება, ხან არა, სიტუაციის შესაბამისად. ეს არის ლუციფერის ეფექტი. საყვარელი ანგელოზიდან – ეშმაკამდე. პარადოქსულია, რომ ღმერთი იყო ის, ვინც შექმნა ადგილი – ჯოჯოხეთი, ბოროტების შენახვისთვის.

2. სამყარო არის, იყო და ყოველთვის იქნება სავსე კეთილითა და ბოროტით, რადგან კეთილი და ბოროტი არის ადამიანის მდგომარეობის ინი და იანი.

3. ბოროტება არის ძალის გამოყენება. ეს არის გასაღები: ძალაუფლება. ძალაუფლება სისტემაშია. სისტემა ქმნის სიტუაციას, რომელიც აფუჭებს ინდივიდს და ესაა კანონი, პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემა, კულტურა. და სწორედ ეს ქმნის ცუდ გარემოს.

4. ქცევის ყველაზე დრამატული შეცვლა და გონების მასობრივი კონტროლი ჰიპნოზის, ტვინის გამორეცხვის, ან ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგი კი არა, ადამიანური ბუნების ყველაზე ყოფითი ასპექტების სისტემური მანიპულაციაა შეზღუდულ გარემოცვაში.

5. თუ გსურთ, შეცვალოთ პიროვნება, უნდა შეცვალოთ სიტუაცია. თუ გსურთ, შეცვალოთ სიტუაცია, უნდა იცოდეთ სად არის ძალაუფლება – სისტემაში.

6. ჯოხებს და ქვებს შეუძლიათ დაგამტვრიონ ძვლებში, მაგრამ სახელებს შეუძლიათ თქვენი მოკვლა.

7. არსებობს შვიდი სოციალური პროცესი, რომელიც ბოროტების ვიწრო სრიალა გზას პოხავს:

უყურადღებოდ გადადგმული პირველი პატარა ნაბიჯი.
სხვების დამცირება.
დეინდივიდუაცია – საკუთარი პიროვნებისგან განდგომა.
პიროვნული პასუხისმგებლობის დიფუზია.
ავტორიტეტის ბრმა მორჩილება.
ჯგუფის ნორმებისადმი უკრიტიკო მორჩილება – კომფორმულობა.
ბოროტების პასიური მიღება – უმოქმედობით ან გულგრილობით.

8. არასტანდარტულ გარემოში, თქვენი სტანდარტული ქცევები არ მუშაობს, ამ დროს პიროვნება და მორალი ითიშება. დოსტოევსკიმ თქვა: არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე ბოროტმოქმედის განსჯა, და არაფერია უფრო რთული, ვიდრე მისი გაგება. “ გაგება – არ ნიშნავს პატიებას. ფსიქოლოგია – არ არის მეცნიერება მიტევებაზე.

9. უნდა მოვშორდეთ სამედიცინო მოდელი, რომელიც მხოლოდ ინდივიდითაა დაკავებული და შევცვალოთ ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოდელით, რომელიც ცნობს ავადმყოფობის სიტუაციურ და სისტემურ გამოვლინებებს. დაშინება – დაავადებაა, ცრურწმენა – დაავადებაა. ძალადობა – დაავადებაა. ინკვიზიციის პერიოდიდან ვკურნავდით ამ დაავადებებს ცალკეული პიროვნების დონეზე. და იცით რა? არაფერი არ გამოვიდა.

10. ჩვენს პიროვნებას განსაზღვრავს ის სოციალური გარემო, რომელშიც ვარსებობთ. ჩვენ ვართ ის, სადაც ვცხოვრობთ, ვჭამთ, ვმუშაობთ და გვაქვს სექსი. შენს ქცევებზე უფრო ამბობს ამბობს შენი ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი კუთვნილება, განათლება და გარემო რომელშიც ცხოვრობ, ვიდრე შენი პერსონალური თვისებები. ზოგიერთ გარემოში ჩვენ ლიდრები ვხდებით, ზოგიერთ გარემოში მიმდევრები, ზოგიერთგან მორცხვები, ზოგიერთგან თამამები.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე