მთავარი საკითხავი რატომ ხდებიან კარგი ადამიანები ცუდები – ფილიპ ზიმბარდოს 20 ციტატა

რატომ ხდებიან კარგი ადამიანები ცუდები – ფილიპ ზიმბარდოს 20 ციტატა

by guramus

11. რადგან ადამიანს აქვს უსაფრთხოების, დაცულობის, თანხმობის, ვინმესთან კუთვნილების მოთხოვნილება – ორტრაკიზმი (განდევნა) ყველაზე საშინელი სასჯელია მისთვის. ამიტომ ჩვენ ძირითად შემთხვევაში ვცდილობთ გავამართლოთ ის მოლოდინი, რომელიც სხვებს აქვთ ჩვენ მიმართ. სხვების მოლოდინები ჩვენი პიროვნული სრულყოფის განმსაზღველი ხდება. ჩვენ ვერც ვაცნობიერებთ, ისე ვხდებით ის, რაც სხვებს ჰგონიათ რომ ვართ!

12. სიტუაციას აქვს ძალა – მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე სიტუაციამ შეიძლება გვაქციოს ჩვენ არაადამიანებად, სასტიკებად, ბოროტმოქმედებად, ან გვიბიძგოს გმირობისკენ.

13. ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის თითოეული ადამიანის გულზე გადის. ეს ნიშნავს, რომ საზღვარი გარეთ არ არის. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ შენ უნდა მიიღო. ეს პირადი არჩევანია.

14. ადამიანთა უმრავლესობა დამნაშავეა უმოქმედობის გამო, რადგან დედა გეუბნებოდათ “არ ჩაერიო სხვის საქმეში”. და თქვენ უნდა უპასუხოთ “დედა, ადამიანობა, ჰუმანიზმი – ჩემი საქმეა”.

15. ბოროტების შხამსაწინააღმდეგო საშუალება გმირობაა. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ გმირული ქცევებს, წარმოსახვებს, განსაკთრებით კი ბავშვებში. ბავშვები უნდა ფიქრობდნენ: მე ვარ გმირი, რომელიც ელის სიტუაციას, რომ გამოავლინოს გმირობა!

16. გმირი რომ გახდე, ნორმის დარღვევა უნდა ისწავლო. რადგან შენ ყოველთვის ჯგუფის კონფორმულობის, უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ. გმირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა ქმედებებიც განსაკუთრებულია, რომლებიც მოქმედებენ.

17. გმირობას ახასიათებს ორი მთავარი მომენტი: ა: უნდა იმოქმედო, როცა სხვები პასიურობენ. ბ: უნდა იმოქმედო სოციუმის საკეთილდღეოდ და არა საკუთარი თავის.

18. ახალ სიტუაციაში მოხვედრისას სამი გზა გექნებათ: ან გახდებით ბოროტმოქმედი, ან დამნაშავე უმოქმედობის გამო, ან კიდევ გმირი!

19. საქმე იმაშია, ვართ კი მზად იმისთვის, ველოდოთ სიტუაციას, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავხდეთ გმირი? ცხოვრებამ შესაძლოა მხოლოდ ერთი შანსი მოგცეთდა თუ თქვენ მას ხელიდან გაუშვებთ, სამუდამოდ დაკარგავთ. მთელი ცხოვრება იფიქრებთ – მე შემეძლო ვყოფილიყავი გმირი და ვერ გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. ასე რომ, დაფიქრდით და გააკეთეთ ეს!

20. მოდით, დავუპირისპირდეთ ბოროტ სისტემებს სახლში და ყველგან და ყურადღება მივმართოთ დადებითისკენ. დავიცვათ ღისება, სამართლიანობა და მშვიდობა, რასაც სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სტატუსის გამო ნუ იქორწინებთ – შარლოტა ბრონტეს წერილი თაყვანისმცემელს

9 წიგნი, რომელსაც ცხოვრებაში ორჯერ მაინც წაიკითხავ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: