მთავარი ასტროლოგია 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დანარჩენ 7-ზე ძლიერია ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დანარჩენ 7-ზე ძლიერია ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად

by guramus

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ემოციურად, ფიზიკურად და გონებრივად ყოველთვის ყველაზე ძლიერი იყო და არც არასდროს უჭირდა ცხოვრებაში.

წაიკითხეთ, იპოვეთ თქვენი თავი და გაგვიზიარეთ, თუ რას ფიქრობთ : )

1 . ლომი – პირველი ყოველთვის ლომია, მას არც ფიზიკურ-გონებრივი გამძლეობა აკლია და არც ემოციური ინტლექტი. როგორც ვიცით, ლომები ნატურალურად დაბადებული ლიდერები არიან, მათი წარმატების დაუღალავი სურვილი და მიზნებისაკენ შრომა ყოველთვის ფასდება და ვერ ნახავთ ლომს, რომელიც ცდილობდეს და წარუმატებელ ცხოვრებას ეწეოდეს ბიზნესში, ან სულაც პირად ცხოვრებაში. მათ აქვთ ემოციური ძალა ისეთი, რომ არცერთი ცხოვრებისეული დაბრკოლება არ აშინებთ. არიან სულსწრაფები, მაგრამ პრაგმატულები.

2 . მორიელი – რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, რომ მორიელი ამ ლისტში მოხვდა (იქიდან გამომდინარე, რომ პიროვნულად არც თუ ისე სახარბიელო ნიშანია მისი უარყოფითი თვისებების გამო), მორიელი ნამდვილად იმსახურებს ამ სიაში მეორე ადგილას დგომას. ისინი მხოლოდ ლომებს ჩამოუვარდებიან ფიზიკური სიძლიერით, მაგრამ სუსტებადაც ვერ ჩავთვლით. სამაგიეროდ ამის კომპენსირებას ანალიტიკური აზროვნებით და ლოგიკური თვალთახედვით ახდენენ. თუ მორიელს გადაეყარეთ, არ სცადოთ მისი მორჯულება – მაინც არ გამოგივათ.

3 . ვერძი – ვერძი ცნობილი იყო ყოველთვის, როგორც ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მაგრამ ბოლო კვლევებმა დაადგინა, რომ ეს მთლად ასე არ არის. მორიელი ჭკვიანია, ლომი ფიზიკურად ძლიერი, ვერძი კი ემოციურ სიმძლავრეს ითვისებს თავისთვის იმდენად, რომ დანარჩენი ზოდიაქოებისათვის უბრალოდ აღარ რჩება. მათთვის ყველა პრობლემა გამოწვევაა და არა გასაჭირი, შეუძლიათ, გაჭირვებაში უფრო მეტი  ბედნიერება ნახონ (რადგან ეს მოითხოვს 0-დან ყველაფრის დაწყებას და წარმატების მიღწევას საკუთარი ძალებით), ვიდრე ცხოვრებით, სადაც ყველაფერი მზა-მზა აქვთ. ვერძებო, თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ.

სტატიის გაგრძელება ნახეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: