მთავარი ურთიერთობები თქვენ არ ხართ ბედნიერი, თუ ამ 3 რაღაცას არ აკეთებთ ურთიერთობაში

თქვენ არ ხართ ბედნიერი, თუ ამ 3 რაღაცას არ აკეთებთ ურთიერთობაში

by guramus

იდეალური ურთიერთობის ქონა ძალიან რთული საქმეა, მითუმეტეს, როცა ცხოვრებაში სხვა პრობლემებიც ბევრი გვაქვს, მე გეტყვით 3 რაღაცის შესახებ, რაც ამცირებს ყველანაირ სტრესს ურთიერთობაში და გხდით უფრო ბედნიერს, როგორც თქვენ, ასევე თქვენს პარტნიორს.

1 . სექსი – მეცნიერულად კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ურთიერთობა, სადაც არის სტაბილური სექსი, 60% ით უფრო წარმატებული და ჯანსაღია, ვიდრე დანარჩენები. ამიტომ, სიტყებით ვერ გადმოვცემ, თუ რაოდენ საჭიროა ფიზიკური კავშირი თქვენ პარტნიორთან თქვენივე ბედნიერებისთვის. ესეც რომ არ იყოს, სექსი ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჯანმრთელებს გულს (სექსი ხომ კარდიო ვარჯიშია) და ეხმარება თქვენს ტვინს ოქსიტოცინის და დოპამინის (ბედნიერების ჰორმონებად წოდებული ჰორმონების) გამოყოფაში, რაც მთელი დღის განმავლობაში ჯანსაღ და კარგ ხასიათზე გამყოფებთ.

 

2 . ემოციური კავშირი – აქ ყველაფერი მოიაზრება: პატიება, გრძნობებზე საუბარი, გეგმების ერთმანეთთან შეთანხმება და ა.შ. მხოლოდ ფიზიკური კავშირი არაფერს მოგცემთ, თუ თქვენს პარტნიორს ემოციურ დონეზე ვერ უკავშირდებით ისე, როგორც საჭიროა. თუ პრობლემა გაქვთ, მოუყევით მას, თუ რაიმე გიხარიათ – გაუზიარეთ, ორმაგად ბედნიერი იქნებით. ასე მოქცევა გხსნით სტრესის დიდ ნაწილს და მას ათავსებს თქვენი პარტნიორის მხრებზე. არ ვამბობ, რომ იეგოისტოთ და ყველაფერი მასზე გადაიტანოთ, მაგრამ პრობლემებთან ერთად გამკლავება ყველა ურთიერთობის სიჯანსაღის პირველი საწინდარია.

სტატიის კითხვა განაგრძეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: