მთავარი ურთიერთობები 5 რჩევა, რომელიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ!

5 რჩევა, რომელიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ!

by guramus

ადამიანების უმეტესობა არსებულ პრობლემებს საჭიროზე დრამატულად აღიქვამს. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ  ყველაზე მარტივ პრობლემაზეც კი.

იმის მაგივრად, რომ გადაჭრის მარტივ ხერხებზე ვიფიქროთ, ხშირად დროს არაფრისმომცემი საკითხების მოგვარებაში ვატარებთ.

ვინც არ უნდა იყო და რა არსებული პრობლემის წინაშეც არ უნდა იდგე – დაიწყე ცხოვრება დღეს! რატომ? ჩვენ გთავაზობთ 5 ყველაზე გამოსადეგ რჩევას:

იმიტომ, რომ ადამიანები შემცვლელებს მარტივად პოულობენ: ადამიანები  შემცვლელებს მარტივად პოულობენ. მითუმეტეს, ჩვენს დროში, სადაც ჰუმანური ფასეულობები და სიყვარული თითქმის ყველაზე დაბალ დონეზე დავიდა. შენ იდარდებ, იქნები დეპრესიაში, თვეობით არ დატოვებ სახლს, ის კი წავა მეგობრებთან ერთად პაბში, დალევს ლუდს, მოიწონებს ახალ გოგონას, გაერთობა, იცეკვებს. ცხოვრება მხოლოდ ერთი შანსი არ არის, ეს არის მომენტებით ტკბობის ხელოვნება. ნუ დაგავიწყდება ეს!

იმიტომ, რომ ადამიანებს ხასიათი არ ეცვლებათ: ადამიანები რჩებიან ისეთები, როგორებიც ყოველთვის იყვნენ. მითია, რომ ისინი იცვლებიან. მათი ხასიათი და ქცევები კონკრეტული მომენტის საჭიროებიდან გამომდინარეობს. გათენდება ახალი დღე და შენ აღმოაჩენ, რომ ისინი ისევ ძველებურად ცხოვრობენ, მათში არაფერი შეცვლილა.

იმიტომ, რომ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ და გჭირდება: რატომ არ უნდა მიაქციო გარშემომყოფების აზრს ყურადღება? იმიტომ, რომ ცხოვრების მეორე შანსი არ გექნება! დაფიქრდი ვის გამო ცდილობ შენი ძველებური რუტინის შეცვლას. გულწრფელად უპასუხე კითხვას: გიღირს კი?

იმიტომ, რომ ვალდებული ხარ, ბედნიერი იყო! ადამიანები ვალდებულნი ვართ ბედნიერები ვიყოთ და ვისწავლოთ თითოეული წამით ტკბობა. ჩვენი პრობლემა წვრილ-წვრილი საკითხების გაპრობლემატურებაა. მთავარი არის ის, რომ სწორად ვისწავლოთ საკითხის შეფასება, ანალიზი.

იმიტომ, რომ ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი: ცხოვრება ბოლო ამოსუნთქვამდე საინტერესოა. ადამიანის ყველა სიტუაცია, მომენტი და წუთი სიახლეა. იფიქრეთ წინ კიდევ რამდენი საინტერესო მომენტია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: