მთავარი საკითხავი ორჰან ფამუქის ციტატები წიგნიდან – მდუმარე სახლი

ორჰან ფამუქის ციტატები წიგნიდან – მდუმარე სახლი

by guramus

,,ის კი არ მაწუხებს,ჯუჯა რომ ვარ.ადამიანების სისასტიკე მტანჯავს.როგორ შეუძლიათ ორმოცდათხუთმეტი წლის ჯუჯის მასხრად აგდება!”
,,ზღვას ვერ ვხედავ,მაგრამ ვგრძნობ,საიდან სადამდეა გადაჭიმული.უზარმაზარი სამყაროა:მოგუგუნე კატერები,ნიჩბიანი ნავები-შიგ შიშვლები სხედებიან…კარგი სუნი თუ აქვს?,იყვარს ზღვის სუნი,მაგრამ მეშინია..”

,,ჩემო ფიქრებო ,ფრთხილად! არ მიეკედლოთ რომელიმე ამ წამს!წამოფრინდით და გადით!გავიდეთ დროისა და ოთახის გარეთ!”

,,ზამთრის ღამეები ცივი იყო,მაგრამ არავინ არავის ეხუტებოდა.”

,,თუ წაიკითხავ და თვალს გაახელ,ერთ დღესაც დაინახავ,ცხოვრებაში რამდენი რამ ყოფილა გასაკეთებელი.რამდენი რამ!.”

,,სკოლაში ტყუილად გვასწავლიან,მომთმენი იყავიო.მოთმინება კაცს არაფერში არგია,დროს ფუჭად აკარგვინებს”

,,ადამიანი ცხოვრებაში გასაკეთებელ დიდ საქმეებზე მაშინ ფიქრობ,როცა მარტოა”.

,,კვლავ ვიღიმოდი და ვფიქრობდი:მგონი ,იმ მდარე წიგნებში სიმართლე წერია:სიყვარული სიბრაზით იწყებაო”

,,კუჭი ბნელი,გამოუცნობი სამყაროა,რომელსაც მხოლოდ იონა წინასწარმეტყველი( რომელმაც სამი დღე დაჰყო ვეშაპის მუცელში რ.ც) იცნობს”

,,ეჰ,რა იციან ,როგორ მიყვარხართ?როგორ მენატრებით?როგორ მიჭირს მე საცოდავს უთქვენობა,რა მწარეა იმის დაჯერება,რომ აღარ მყავხართ.სწორედ ახლა მაქვს,თუ მაქვს ,სატირალიც და სავაგლახოც,.”

,,არა მქონია შენდამი ტრფობა,მაგრამ მაინც დაიპყარი ჩემი გონება”.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: