მთავარი ასტროლოგია ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს სამი ნიშანი

ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს სამი ნიშანი

by guramus

კირჩხიბი – მთვარით მართულ კირჩხიბს დედობრივი ზრუნვის განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვს. ამიტომ კირჩხიბები მუდამ ზრუნავენ სხვებზე. მათთვის იდეალური სახლი არის უზარმაზარი, დიდი ოჯახით და ფართომასშტაბიანი წვეულებებით. თუ ზღვის პირას იქნება მთლად უკეთესი. კირჩხიბებს ასევე ძალიან უყვართ ტრადიციული სადილები.

თუ კირჩხიბს არ აქვს საკუთარი ჭერი, ის ყველაზე უბედურია ადამიანებს შორის. იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე გამოასწოროს ეს ნაკლი.

თხის რქა – სატურნით მართულ თხის რქას ძალიან უყვარს წინაპრები, პატივს სცემს ტრადიციებს და უფრთხილდება მათ. ამიტომ ძალიან ხშირად იგი პაპა-ბებიის დანატოვარ ძირძველ სახლში ცხოვრობს და უარს ამბობს ულტრათანამედროვე აპარტამენტებში გადაბარგებაზე.

როგორც წესი, თხის რქას ცხოვრება მთაგორიან ადგილებში ურჩევნია. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ასევე საცხოვრებლის დაცულობა და ხშირად შეხვდებით მათ საცხოვრებელზე დიდ გალავანს ან მკაცრ რკინის კარებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: