მთავარი ასტროლოგია ვერძის ისტორია – რატომ მოხვდა ზოდიაქოს 12 ნიშანში ვერძი?

ვერძის ისტორია – რატომ მოხვდა ზოდიაქოს 12 ნიშანში ვერძი?

by guramus

მაშინ ათამანტმა დელფოს სამისნოში შიკრიკები გაგზავნა და აპოლონს უბედურების მიზეზი ჰკითხა. ეს შიკრიკები ინომ დაიბარა, საჩუქრებით მოისყიდა. მათაც მეფეს ყალბი ცნობა მიაწოდეს: შიმშილობა არ შეწყდება, ვიდრე ღმერთებს ჰელეს და ფრიქსეს მსხვერპლად არ შესწირავთო. მამას სხვა გზა არ ჰქონდა, შვილები ხალხისთვის უნდა შეეწირა.

ყმაწვილებმა არ იცოდნენ, რა საფრთხეც დასტრიალებდათ თავზე! მხიარულად თამაშობდნენ ტყეში. უეცრად გამოჩნდა ოქროს ბეწვიანი და ბავშვებთან მივიდა. ეს იყო ნეფელეს მიერ შვილების გადასარჩენად მოგზავნილი ვერძი.

მან ბავშვები შეისვა, ღრუბლებში აფრინდა და კოლხეთისაკენ გამოეშურა. სრუტეზე რომ მიფრინავდა, ჰელეს ძლიერ შეეშინდა, ზურგინდან გადავარდა და დაიხრჩო სრუტეში, რომელსაც ჰელესპონტი ჰელეს ზღვა დაერქვა. ფრიქსე კი კოლხეთში მშვიდობით ჩავიდა. აიეტ მეფეს შეეხიზნა. ვერძი კი დაკლეს და მისი ოქრის საწმისი (ტყავი) მედეას ბაღში დაჰკიდეს მუხაზე,მცველად საშინელი გველეშაპი მიუჩინეს.

ამ საწმისის მოსატაცებლად ჩამოვიდნენ შემდეგ არგონავტები კოლხეთში. ღვთაებრივი ვერძი ღმერთებმა ფრიქსეს გადარჩენისთვის ცაზე მოათავსეს და ამ ხომლის ვარსკვლავები სუსტად ანათებდნენ, რადგან თვითონ ბეწვი კოლხეთში დარჩა. ეს იყო კოლხეთის ოქრომრავლობის ასახვა ბერძნულ მითოლოგიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

5 “დემონური” შარმის მქონე ზოდიაქოს ნიშანი (ხართ ერთ-ერთი მათგანი?!)

თქვენი ყველაზე “ბინძური” თვისება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: