მთავარი საკითხავი სულ სხვა 10 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

სულ სხვა 10 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

by guramus

5. რეი ბრედბერი – „ყინული და ცეცხლი“
ბუნების ექსტრემალური პირობების გამო პლანეტაზე ადამიანებმა ზრდა და დაბერება სულ რაღაც 8 დღეში დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში მათ უნდა მოასწრონ სწავლა, დაოჯახება, შთამომავლობის დატოვება. ისინი ახერხებენ ბრძოლას, ეჭვიანობას, შურს – თითქოს მათ ათეულობით წელი ჰქონდეთ… მოკლე მონათხრობი, რომელიც გვასწავლის, რომ თუნდაც დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია ბევრი რამის მოსწრება – ან არაფრის კეთება, თუკი არ იქნება მონდომება.

4. დენი უოლესი – „ადამიანი – დიახ“
დენი უოლესი ყველაფერზე პასუხობდა არას. უარს ეუბნებოდა კოლეგებსა და მეგობრებს, არ გადიოდა საღამოობით სახლიდან, ეუბნებოდა „არას“ საკუთარ თავს. ამის გამო მისი ცხოვრება მოსაწყენი იყო. საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ იგი დაადგა გზას, რომელიც არსად მიდიოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი შეხვდა იდუმალ ადამიანს, რომელთან ერთადაც ერთ საღამოს იმგზავრა ავტობუსით და წარმოთქვა სამი მაგიური სიტყვა, მისი ცხოვრება შეიცვალა.

3. ფენი ფლეგი – „ცისარტყელის ქვეშ
წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით პატარა ქალაქში და მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იცნობთ მის ყველა მაცხოვრებელს, ყველა ოჯახს იმაზე უკეთ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თქვენ აკვირდებით მათ ცხოვრებას და გრძნობთ სითბოს. ამბობენ, რომ მხოლოდ სიკეთის დანახვა რთულია: ამის გამო გვთვლიან მიამიტებად და არაშორსმჭვრეტელებად. მაგრამ ფენი ფლეგი – ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია გვაჩვენოს, რომცხოვრება გაცილებით უკეთესია, როდესაც მასზე დადებითად ფიქრობთ.

2. პელამ გ. ვუდჰაუსი – „ვუსტერების საგვარეულო ღირსება“
პელამვუდჰაუსის წიგნები – ყველასათვის აღმოჩენაა, ვინც ეძებს მარტივ, დაუბრკოლებელ საკითხავს, ულევი პოზიტივისა და სიხარულის წყაროს. ჯივსის, ვუსტერისა და მთელი მათი გარემოცვის ისტორია გაჯერებულია ისეთი იუმორით, რომ მას შეუძლია აგიმაღლოთ განწყობა ნულიდან პლუს უსასრულობამდე.

1. ტერი პრატჩეტი – „ხალხი, ანუ ოდესღაც ჩვენ დელფინები ვიყავით“
თუ თქვენ უკვე იცნობთ სერ ტერენს პრატჩეტს, მის ნათელსა და მხიარულ სამყაროებს, ამ წიგნში იგი მაინც შეძლებს თქვენს გაოცებას. ეს ნაწარმოები უფრო სერიოზულია, ღრმა აზრის მქონე, მიუხედავად იმისა, რომ ორიენტირებულია მოზარდებზე. ძალიან ფაქიზი, შთამბეჭდავი ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ ყოველ ჩვენგანს უნდა სჯეროდეს რაღაცის.