მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი, რომელსაც ფორტუნა არასდროს ღალატობს

ზოდიაქოს 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი, რომელსაც ფორტუნა არასდროს ღალატობს

by guramus

გინახავთ ადამიანები, რომელებიც სხვებზე ნაკლებს შრომობენ, მაგრამ საოცარი იღბალით გამოირჩევიან,  უმართლებთ ყველგან, ყველაფერში, შესაბამისად, სხვებზე მეტს მარტივად აღწევენ?

მორიელი: მორიელები  ცოდნას, ძალას და საკუთარ თავს განსაკუთრებულად ფლობენ. იციან საკუთარი სუსტი მხარეები და რაოდენ ირონიულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს არის მათი განსაკუთრებულად ძლიერი მხარე.

მორიელების უმეტესობა ზარმაცია, თუმცა შეუძლიათ სხვებით მანიპულირება. ეს კი მათ სასარგებლოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. უნდა ითქვას, რომ მორილები მიზანს ყოველთვის აღწევენ. შესაძლოა მათ ჩაიფიქრონ და აისრულონ ორი, სამი, ათი წლის შემდეგ… მაგრამ მთავარია, რომ მიზანთან ყოველთვის ყველაზე ახლოს არიან.

ლომი: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების უმეტესობა ლიდერულ თვისებებს არასოდეს თმობს. ლომებმა იციან, რომ შრომა ყველაფრის გასაღებია, თუმცა იღბალი ეხმარება მათ ყოველთვის იყვნენ პირველები.

ხშირად ისეც ხდება, რომ მიზნისაკენ სვლაში გარკვეული პერიოდი ჩერდებიან, შედეგ კი განაგრძობენ სასურველი საქმის ბოლომდე მიყვანას.

კურო: კუროს დამახასიათებელი ყველაზე მთავარი თვისება მისი გაწონასწორებული ხასიათია. კუროებმა იციან, რომ კარგია წარმატება, მისკენ მისასვლელი გზის დაგეგმვა და ასრულება, თუმცა ამ ყველაფრის გაკეთებას ჩუმად ამჯობინებენ. ამიტომაა, რომ ჯერ აღწევენ მიზანს, ხოლო შედეგ  საჯაროდ ყვებიან გადახდენილ ამბავზე.

ვერძი: ჩამოთვლილ ნიშნებს შორის ვერძი ყველაზე ზარმაცია. უამრავ უაროფით თვისებასთან ერთად, ვერძების მინუსს ჯიუტი ხასიათიც წარმოადგენს, რაც ვერძების შემთხვევაში, ხშირად დადებით თვისებადაც კი ითვლება.

ვერძებს აქვს მოთმენის განსაკუთრებული უნარი: იციან მიზნის ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის საიდუმლო.

ტყუპები: ტყუპებისთვის მთავარია საკუთარი თავის რწმენა. ეს კი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის იშვიათად შესაჩნევია. მათი მთავარი ნაკლი, ვერძების მსგავსად, სიზარმაცეა.