მთავარი ურთიერთობები 5 საბედისწერო შეცდომა, რომელიც საქმროს მშობლების გაცნობისას არ უნდა დაუშვათ

5 საბედისწერო შეცდომა, რომელიც საქმროს მშობლების გაცნობისას არ უნდა დაუშვათ

by guramus

გოგონების უმეტესობას საქმროს მშობლების გაცნობა ზედმეტ ტვირთად მიაჩნია.  ნერვიულობენ, ბევრს ფიქრობენ, რომ შესაძლოა კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინონ, არ იციან რა ჩაიცვან, რა თემაზე ილაპარაკონ და ა.შ.

 

  1. იყავით ზომიერი: ბევრი ლაპარაკი ცუდია, რადგანაც შესაძლოა გაუაზრებლად უამრავი არასაჭირო ამბავი წამოგცდეთ. არც ცოტა საუბარი წაგადგებათ. იფიქრებენ, რომ კომუნიკაცია არ შეგიძლიათ ან კომპლექსები გაწუხებთ. ეს გამოცდა არ არის, ცხოვრებისეული შეხვედრაა და ამიტომაც, მშვიდად უნდა იყოთ.
  2. ნუ მოიტყუებით: ადამიანების უმეტესობას კარგად გამოსდის ტყუილების დამაჯერებლად თქმა და მიმიკებით თამაში. მაგრამ თქვენ რამდენად გამოგივათ? ან რაში გჭირდებათ, როცა შეგიძლიათ მშვიდად წარადგინოთ საკუთარი თავი.
  3. იყავი თავდაჯერებული: ნუ დაიბნევით. არ არის აუცილებელი პირველივე შეხვედრაზე წარმოაჩინოთ თქვენი ყველა შესაძლებლობა, მაგრამ არც ზედმეტი უმოქმედობა გარგებთ. პირველი შეხვედრის დროს კითხვების კორიანტელი ბუნებრივია. არ დაიბნეთ, ისეთს არაფერს გკითხავენ, რაც თქვენ არ გეხებათ. მაშ, რაღა განერვიულებთ?
  4. შეინარჩუნეთ დისტანცია: მიმართვა კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია და თქვენ ვერაფერს შეცვლით. გჭირდებათ მიმართვის ფორმა, რომელიც არ იქნება უხეში და არც ძალიან ოფიციალური. მთავარია,  პირველივე მისალმებიდან “შენობით” ფორმაზე არ გადახვიდეთ. თუ თავად გთხოვეს ამგვარი მიმართვა, ვერაფერს შეცვლით, დაეთანხმეთ და მოიქეცით მათი მითითებისამებრ.
  5. ნუ დაიწყებთ თავის ქებას: შესაძლოა, საუბარი ისეთ თემაზე დაიწყოს, კომუნიკაციამ რაიმეს მოყოლა მოითხოვოს. მოყევით ფაქტები, ისაუბრეთ დეტალებზე, მაგრამ ზედმეტი ნუ მოგივათ. თავის ქებასა და ამბების გახსენებას შორის განსხვავება დაინახეთ. იფიქრეთ, რომ თქვენი სამომავლო იმიჯი მნიშვნელოვნად განაპირობებს თქვენს ცხოვრებას, ეს კი სახუმარო თემა არ არის.