დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც განსაკუთრებული შარმით გამოირჩევიან და იზიდავენ მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებს ისე, როგორც მაგნიტი, ესენია…
1 . ლომი – პირველი არის ლომი, რაღა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რადგან ცხოვრებაში ის გზას თავისი ფიზიკური და გონებრივი ძალებით იკვლევს, გააჩნია ლიდერული თვისებები, ძალიან მაღალი თავდაჯერება, შეუძლია ნებისმიერი მოხიბლოს და შეაყვაროს თავი.
ლომები ყოველთვის სარგებლობდნენ მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლების ყურადღებით და არც ახლაა ეს გამონაკლისი.
2 . მორიელი – მითხარით რომ გაგიკვირდათ, არა? – გასაგებია, არც არავის უკვირს, რადგან ყველა მორიელი განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამოირჩევა.
მათგან შეგვიძლია გამოვარჩიოთ ეშმაკური მეტყველების უნარები, დემონური შარმი, რომლითაც ქალებს/კაცებს ატყვევებენ და მანიპულირების უნარი, რაც ართ თუ ისე სატრაბახოა, მაგრამ თავისთვის კარგად იყენებენ.
3 . ვერძი – ვერძები არ არიან მანიპულატორები, მაგრამ არიან ფიზიკურად ძლიერები და განსაკუთრებით გამოირჩევიან ემოციური ძალით და ინტელექტით. ზედმეტად ჭკივანებიც კი არიან ხანდახან და დანარჩენ ადამიანებთან ურთიერთობა მათთვის რთული და მოუხერხებელია.
თუმცა მათი წარმატების მიღწევის ჟინი არ აძლევთ უფელბას, რომ ასეთმა პატარა პრობლემებმა დააბრკოლონ.
4 . ტყუპები – ისინი არც ფიზიკურად არიან ძლიერები და არც ემოციურად, სამაგიეროდ ჭკვიანები არიან, ისევე, როგორც ვერძები.
ბევრი ტყუპი იყო სკოლაში “ხუთოსანი”, უნივერსიტეტში “წითელ დიპლომოსანი” და ა.შ. თუმცა ეს გონებრივი მიღწევები ცხოვრების მეორე ნახევარშიც არ ჩერდება.
მათ იმდენად კარგად აქვთ განვითარებული ალღო და ინტელექტი, რომ ყველაფერში ახერხებენ წარმატების მიღწევას.
5 . მერწყული – მათ გააჩნიათ ადამიანების სულში შეძრომის უნარი, ისე გაითავისებენ თქვენს პრობლემებს და ეცდებიან მათ გადაჭრას თქვენთან ერთად, რომ ძალაუნებურად მათით მოიხიბლებით.
ზოგი კარგი ადამიანია და ამას გულით აკეთებს, მაგრამ ეს ასევე ხალხის გამოყენების და მანიპულირების ეფექტური გზაა, ასე რომ გაფრთხილდით და ყურადღებით მოეკიდეთ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს.