მთავარი ურთიერთობები 9 მარტივი ნიშანი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ის თქვენით დაინტერესებულია

9 მარტივი ნიშანი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ის თქვენით დაინტერესებულია

by guramus

გოგონების უმეტესობა ხშირად ვერ ხვდება ძლიერი სქესის მისდამი ინტერესს და დადებითი სიტყვები მხოლოდ გაუთავებელი ფლირტი ჰგონია.

ან სჯერათ, რომ მამაკაცები  სამომავლო განვითარებაზე ვერ ფიქრობენ და რაიმე მიზეზის გამო უკან იხევენ.
გთავაზობთ 9 მარტივ ნიშანს, რომელიც მიგანიშნებთ, რომ მას თქვენდამი ინტერესი ნამდვილად აქვს:

ცდილობს შესამჩნევად დაგაიგნოროთ:  შესამჩნევად დაგაიგნორებთ, მაგრამ ამას უხეშად არ გააკეთებს. ცდილობს გეთამაშოთ ახალი თამაში და შეიქმნას ისეთი იმიჯი, თითქოს პირველი იქნება, ვინც ზედმეტ ყურადღებას არ დაგითმობთ, რადგან არ გათამამდეთ.

გიყურებთ შესამჩნევად: ის ცდილობს ოთახის ნებისმიერ კუთხეში გიპოვოთ თვალებით და მათივე დახმარებით გაგრძნობინოთ “თვალების კონტაქტის” მთელი ძალა და ემოცია.

სვამს კითხვებს და თავადაც საუბრობს: ის არ უშნდება გამოწვევეს. არ ერიდება თქვენი, არ არის მორცხვი და მამაკაცების იმ ტიპის წარმომადგენელი, ადვილად რომ დანებდება. ის დაგისვამთ უამრავ კითხვას და თავად თქვენგანაც იგივეს მოითხოვს, კომუნიკაცია რომ შედგეს.

გეკითხებათ მობილურის ნომერს: ნომრის თხოვნა ერთი შეხედვით მარტივი ქმედებაა, თუმცა ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს. ეს ნიშნავს, რომ მას თქვენთან გამუდმებული კომუნიკაცია სურს.

აქტიურია თქვენს სოციალურ ცხოვრებაში: გიმეგობრდებათ Facebook-ზე, მოგყვებათ ინსტაგრამზე და ყველამ იმ სხვა სოციალურ პორტალზე, რომელსაც თქვენ აქტიურად იყენებთ. 21-ე საუკუნე ინფორმაციების ვაკუუმის დროა, როდესაც ადამიანები ერთმანეთის დაინტერესების გარეშე აღარაფერს აკეთებენ.

გეკითხებათ, გყავთ თუ არა შეყვარებული: შეკითხვა, რომელიც ყველაზე მარტივად გვახვედრებს, არის თუ არა საპირისპირო სქესი ჩვენით დაინტერესებული. შესაძლოა, მან დისტანცია დაიცვას, მაგრამ სხვა გზებით გკითხოს, მოგწეროს, შეგეხმიანოს: “სად ხარ და ვისთან ერთად?” “საღამოს გეგმავ რაიმეს ვინმესთან ერთად?” და ა.შ.

ხდება ეჭვიანი: ბიჭი, რომელიც თქვენით ნადვილად დაინტერესებულია, ეჭვიანი ხდება ყველა იმ სხვაზე, ვინც თქვენს გვერდით არის ან შესაძლოა, რომ იყოს. ინტერესდება ყველა იმ ახალით, ვინც გეფლირტავებათ ან ცდილობს თქვენთან  კონტაქტში შემოსვლას.

გპატიჟებთ შეხვედრაზე: არ არის აუცილებელი მან რაიმე ახალი ან განსაკუთრებული სცადოს. უბრალო ინიციატივაც კი მიგახვედრებთ, რას გრძნობს ის თქვენს მიმართ.

განებივრებთ კომპლიმენტებით: ცდილობს მიგახვედროთ, რომ თქვენ საუკეთესო ხართ. ამისთვის კი ნებისმიერ სიტუაციაში არ იშურებს კომპლიმენტებს.