მთავარი ურთიერთობები 4 “ოქროს” რჩევა: როგორ გავხდეთ საუკეთესო ცოლი

4 “ოქროს” რჩევა: როგორ გავხდეთ საუკეთესო ცოლი

by guramus

ურთიერთობები მუდმივ განახლებას მოითხოვს. შესაბამისად, წყვილში ორივე მხარეს აინტერესებს, როგორ უნდა გახდეს ურთიერთობა მრავალფეროვანი, არა მოსაბეზრებელი.

გთავაზობთ 4 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მეუღლის ცხოვრების საუკეთესოდ შეცვლაში.

  1. დაინტერესდი მისი დღით, სამსახურით: ჩვენი ცხოვრება უამრავ წვრილ თუ დიდ პრობლემასთან ასოცირდება. ადამიანების უმეტესობა იმდენადაა საყვარელი საქმით გართული, ავიწყდება ოჯახის ვალდებულებების პირნათლად შესრულება. შენ თუ ხვდები, რომ შეგიძლია მისი დღე შეამსუბუქო, რატომაც არა? შეგიძლია გაფრთხილების გარეშე ეწვიო, მოიკითხო, მიუტანო ყავა და შესვენება მასთან ერთად გაატარო. არ დაგავიწყდეს წინა საღამოს კითხო სამომავლო დღის გეგმების შესახებ. უნდა მიხვდეს, რომ მისით ძველებურად ხარ დაინტერესებული და შენთვის ყველაფერი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას უკავშირდება.
  2. გაუმეორეთ, რომ ძველებურად გიყვართ და ენდობით: ადამიანების  ფსიქოლოგიის გათვალისიწინებით ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ხშირად უნდა გაუმეოროთ, თუ რას გრძნობთ. არ მოგერიდოთ, იყავით თამამები და გაბედულები. ეს ხომ ის ადამიანია, ვისაც ცხოვრება დაუკავშირეთ.
  3. შეიყვარეთ ის, რაც/ვინც მას უყვარს: იმეგობრეთ მის მეგობრებთან. სიხარულით შეხვდით მათ და გაუმასპინძლდით. დაინტერესდით თქვენი მეორე ნახევრის ჰობით. შესაძლოა, არ გაინტერესებდეთ ის, რითაც თქვენი ცხოვრების მეგზურია გატაცებული, მაგრამ მინიმუმ, პატივი უნდა სცეთ მის აზრებს.
  4. უთხარით, რომ მადლობელი ხართ მისი: თქვენი მეორე ნახევარი თქვენი არჩევანია. შესაბამისად, მასთან ერთად გატარებული თითოეული წუთი ბედნიერებაა. ნუ დაგავიწდებათ უთხრათ, რომ მისი მადლობელი ხართ და ძალიან ამაყობთ იმით, რაც მასთან გაკავშირებთ.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: