მთავარი ურთიერთობები 6 თვისება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ქალი ინტელექტუალია

6 თვისება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ქალი ინტელექტუალია

by guramus

არსებობენ სხვადასხვა ტიპის ქალები, რომელთა ამოცნობაც არც ისე რთულია. როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს წინაშე არის ქალი, რომელიც ინტელექტუალის სტატუსს ატარებს და რატომაა ის გამორჩეული?

ფიქრობს, რომ გვიან გათხოვება ბევრ პრობლემას აგვარებს: ინტელექტუალი ქალების უმეტესობა გვიან თხოვდება. ისინი დამოკიდებულნი არ არიან ოჯახურ კერაზე და არც საახალწლო ფასდაკლებებს ელოდებიან მთელი წლის მანძილზე.

მათ იციან, რომ ოჯახი დიდი ტვირთია და შესაბამისად, მისი შექმნის გადაწვეტილება რისკია.

მისთვის კარიერა და საყვარელი საქმე უმთავრესია: ქალების ის კატეგორია, რომლებიც კარგი კარიერის შექმნას ცდილობენ, დაუღალავად შრომობენ.

ისინი მუშაობენ როგორც საკუთარ თავზე, ისე გარშემომყოფების ფსიქოლოგიურ განწყობაზე: რომ ისინი არავის და არაფრის გამო შეიცვლებიან, რადგანაც მათთვის საკუთარი პიროვნული იდეები უმთავრესია.

ისმენენ მეტს: ინტელექტუალი ქალი ბევრს არასოდეს საუბრობს. მათ ურჩევიათ იყვნენ ჩუმად და მოისმინონ მეტი, ვიდრე გაუთავებლად ისაუბრონ.

ისინი სხვების მოსმენის დროს საკუთარ აზრებს იყალიბებენ, იქმნიან შთაბეჭდილებებს და ცდილობენ სხვების მაგალითით ისწავლონ მეტი.

ჰყავს ცოტა ახლო მეგობარი: ინტელექტუალი ქალების უმეტესობას ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ძალიან ცოტასთანაა განსაკუთრებულად ნამდვილი. მათ იციან, რომ მეტი ადამიანი მეტ თავსატეხს ნიშნავს.

ამიტომაც, ურჩევიათ დრო წიგნების კითხვაში გაატარონ.

უყვარს კითხვა: ზემოხსენებული ტიპის მანდილოსნების ყველაზე დამახასიათებელი თვისება წიგნების კითხვის გადამეტებული სიყვარულია. მათ მოსწონთ ყველაფერი, რაც მიეხმარებათ იყვნენ ინფორმაციის შემეცნების ზენიტში.

მათთვის მთავარია, იყვნენ თავდაჯერებულნი. თავდაჯერებულნი კი მაშინ არიან, როდესაც კითხულობენ და თავს კარგად გრძნობენ.

ხშირად რჩება საკუთარ თავთან მარტო: ინტელექტუალ მანდილოსნებს უყვართ განმარტოებით ყოფნა. ისინი საყვარელი საქმის გარდა უამრავ დამატებით საქმეს გამონახავენ და დროს ნაყოფიერად მაინც გაატარებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: