მთავარი ურთიერთობები 4 რამ, რაც თქვენს მეორე ნახევარს ნამდვილად არ მოსწონს

4 რამ, რაც თქვენს მეორე ნახევარს ნამდვილად არ მოსწონს

by guramus

მამაკაცების უმეტესობას საკუთარი მოთხოვნები აქვს, რაც ხშირად საყვარელი ქალის შეცვლის სურვილში გამოიხატება.

იცით ყველაზე მეტად რა აღიზიანებს მამაკაცების უმეტესობას?

 

ბევრი ლაპარაკი: მამაკაცების უმეტესობას სრულიადაც არ მოსწონს, როცა მათი რჩეული განსაკუთრებულად აქტიურია იქ, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს. ეს შესაძლოა იყოს წვეულება, კორპორატიული საღამო, სამეგობრო წრე. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხმა არ უნდა ამოიღოთ და თქვენი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავოთ. მთავარია, ზომიერების დაცვა არ დაგავიწყდეთ და გამუდმებით თქვენი მონოლოგი არ ისმოდეს.

წარსულის გახსენება: როგორც აღმოჩდა, მამაკაცებს არ ხიბლავთ საყვარელი ქალის ყოფილი მამაკაცების შესახებ ინფორმაციის გაგება. საინტერესოა, რომ მათ ნაწილს არა თუ არ მოსწონს ეს ამბავი, არამედ საოცრად ღიზიანდება და ადვილად გამოხატავს განსაკუთრებულად ცუდ განწყობას. ამიტომ, გაითვალისწინეთ და ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ თქვენს განვლილ უიღბლო სიყვარულებზე.

უყურადღებობა: უყურადღებობა არავის სიამოვნებს. ყველას სურს მეორე ნახევრისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი და სასურველი იყოს. თუ თქვენ საერთო თარიღი დაგავიწყდებათ ან საჭირო ყურადღებას არ იჩენთ დეტალებისადმი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მეორე ნახევრის წყენას გამოიწვევთ.

გამოყენების სურვილი: არიან  ქალები, რომლებიც მამაკაცებს როგორც მატერიალურ ნივთებს, ისე აღიქვამენ და მათგან მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებათ. მამაკაცების უმეტესობას /განსაკუთრებით კი ის თუ თქვენი მეორე ნახევარია/ არ მოსწონს თქვენი გაუდმებული წუწუნი ფულზე, მატერიალურ ნივთებზე. მათ სურთ იგრძნონ, რომ მთავარი თქვენი მათდამი სიყვარულია.