მთავარი ასტროლოგია აი, ეს არის შენი დაუძლეველი შიში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აი, ეს არის შენი დაუძლეველი შიში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

თუ ასტროლოგიით სერიოზულად ხართ დაინტერესებული, აუცილებლად უნდა იკითხოთ არა მხოლოდ ზოდიაქოების დადებითი მხარეები, არამედ მათი შიშებიც. წარმოგიდგენთ თითოეული ზოდიაქოს დაუძლეველ შიშ.

ვერძი – ადამიანების დაკარგვის შიში. მათთვის “ბრძოლის” წაგებაზე უფრო თავზარდამცემი მოვლენა მხოლოდ ადამიანების დაკარგვის შიშია. ვერ უძლებენ, როდესაც მეგობრებს და ახლობლებს კარგავენ.

კურო – ფინანსური არასტაბილურობის შიში. კუროები საკმაოდ ბევრს ფიქრობენ მომავალზე და ყოველთვის უნდათ, რომ უზრუნველები იყონ, ამასთან ერთად მოდის პანიკური შიში ფულის უქონლობისა.

ტყუპები – გადაწყვეტილებების შიში. ხშირად დაბნეულები არიან და როდესაც რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ, თავდაჯერება უქრებათ და სხვებზე უწევთ დაყრდნობა.

კირჩხიბი – სახლის დატოვების შიში. გსმენიათ აგორაფობიაზე? ეს კირჩხიბის დაუძლეველი შიშია. ამ ზოდიაქოს წარმომადგენლების საკმაოდ დიდ პროცენტს სჭირს აგორაფობია.

ლომი – იგნორის შიში. თუ არსებობს ერთადერთი რამ, რასაც ლომი ვერ იტანს, ეს ხალხისგან უყურადღებობის გამოჩენაა. მას ყოველთვის უნდა, რომ ამჩნევდნენ და პატივს სცემდნენ.