მთავარი ასტროლოგია 5 ზოდიაქო, რომელსაც საშინლად ვნებიანი კოცნა შეუძლია

5 ზოდიაქო, რომელსაც საშინლად ვნებიანი კოცნა შეუძლია

by guramus

დღეს მინდა გესაუბროთ ზოდიაქოებზე, რომლებსაც არაადამიანური კოცნა შეუძლიათ. ხართ ერთ-ერთი მათგანი? წაიკითხეთ და გაიგეთ.

1 . მორიელი – როგორც ცნობილია, მორიელი ყველაზე გესლიანი ნიშანია, გამოირჩევა ეგოიზმით და ნარცისიზმით. ეს თვისებები მათ კოცნაშიც ვლინდება, მაგრამ იმდენად ვნებიანად “მიგითვისებენ”, რომ საერთოდ არ იქნებით წინააღმდეგი, რომ სრულიად დაგეუფლონ და “ჩაგძირონ” თავიანთ ტემპერამენტში.

2 . ლომი – მათ განსაკუთრებული ფიზიკური ძალა დაამადლეს პლანეტებმა, ამიტომ ნებისმიერი ქალი მათი “მსხვერპლი” ხდება, თუ ახლოს მოუშვებს.

კოცნისას არიან ნამდვილი ჯენტლმენები, იწყებენ ნელა, მაგრამ ეს ყველაფერი მთავრდება ისე, რომ გეგონებათ, კოცნის ნაცვლად სექსით ვიყავი დაკავებულიო.

3 . ტყუპები – მათ არ აქვთ ლომისნაირი უხეში კოცნის მანერა, სამაგიეროდ ძალიან რომანტიულები არიან, ამასთანავე ნაზებიც. თუ გგონიათ, რომ ყველას უხეში კოცნა მოწონს, ძალიან ცდებით.

ტყუპების “ნაზი” კოცნის მსხვეპლი ძალიან ბევრი ხდება. მათი კოცნა ნარკოტიკივითაა, თუ ერთხელ გასინჯავთ, ვერ მოეშვებით.

4 . თევზები – მათ განსხვავებული კოცნის სტილი აქვთ. დანარჩენებისგან განსხვავებით, ტუჩებში კოცნით დიდ სიამოვენებას ვერ იღებენ და გადადიან ყელზე, რაც უფრო ძლიერი ეროგენული ზონაა, ვიდრე ტუჩები. უკოცნიათ თქვენთვის ყელში? – თუ არა, ვერ მიხვდებით, რა სიამოვნებაა ეს.

5 . ქალწული – ქალწულებსაც ძალიან ნაზი კოცნა აქვთ, მაგრამ მიდგომა აქვთ უნიკალური. სანამ კოცნაზე გადავლენ, მთელი რიტუალის ჩატარება უყვართ.

რომანტიული ვახშამი, გასეირნება და ა.შ. ეს ყველაფერი იმ რუტინის ნაწილია, რომელსაც კოცნამდე მიყავხართ. მათთვის კოცნა იგივეა, რაც პატარძლისთვის პირველი ღამე.