მთავარი ურთიერთობები და მაინც, რა სურთ ქალებს?

და მაინც, რა სურთ ქალებს?

by guramus

რა სურთ ქალებს? ამ ერთ მარტივ შეკითხვას უამრავი პასუხი და ინტერპრეტაცია აქვს. მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქალის გულის მოგებისთვის აუცილებელი წინაპირობა ძვირადღირებული საჩუქრები, რომანტიკული საღამოები და ფუფუნების ნივთებია, რომლებიც ცხოვრებას მართლაც ალამაზებენ.

სინამდვილეში ქალების შემდეგი 5 რამ სჭირდებათ, თავი განსაკუთრებულად ბედნიერად რომ იგრძნონ:

საპასუხო სიყვარული: სუსტი სქესის წარმომადგენლებს ყურადღების ცენტრში ყოფნა რომ უყვართ, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. თქვენ უნდა აგრძნობინოთ, რომ ყოველთვის მზად ხართ გადადოთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეც კი და მათთან გაეშუროთ.

ესეც რომ არა, დეტალებზე გაამახვილეთ ყურადღება. იყავით ყურადღებიანი და სანდო პარტნიორი.

სიმართლე: თქვენს სავარაუდო მეორე ნახევარს /ან მეორე ნახევარს, როგორც გნებათ,/თქვენგან განსაკუთრებული ნდობა სჭირდება.

უნდა გრძნობდეს, რომ ენდობით და არასოდეს დაუმალავთ თუნდაც უმნიშვნელო დეტალსაც კი. მისთვის მთავარი მწარე სიმართლის ცოდნაა და არა შელამაზებული ტყუილის.

ქმედება: თუ ის თქვენს სამსახურში მოდის, ცდილობს დატვირთული დღე გაგილამაზოთ და ნაკლებად დაისტრესოთ, თქვენ ვალდებული ხართ, მისი მისამართით საპასუხო ქმედებები არ დაიშუროთ.

იყავით მეტად კონცენტრირებული. თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენეთ: ერთად ეწვიეთ მეგობრებს, იშოპინგეთ, დაკავდით საყვარელი საერთო საქმით.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე