მთავარი საკითხავი ერიხ მარია რემარკისეული სიყვარული (14 ნაკლებად ცნობილი ციტატა)

ერიხ მარია რემარკისეული სიყვარული (14 ნაკლებად ცნობილი ციტატა)

by guramus

გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის პოპულარობა ყველანაირ ზღვარს სცდება. ომის თემატიკაზე შექმნილი წიგნები მალე იქცა სიყვარულის, თავგანწირვის და ერთგულების მთავარ საწყისად.

ერიხ მარია რემარკის სიყვარულს ყველა განსხავებულად აღიქვამს. მაგრამ მთავარი არის ის, რომ მწერლის მიერ დანახული სიყვარული ყველასათვის ძალიან დადებითი, განსხვავებული და საოცნებოა.

 

  1. “სიყვარული სასაცილო არასოდეს იქნება.”
  2. “ქალი სიყვარულისგან ჭკვიანდება, მამაკაცი კი – თავს კარგავს.”
  3. “არასოდეს, არასოდეს და კიდევ ერთხელ არასოდეს არ აღმოჩნდე სასაცილო ქალის თვალში, თუ მისი გულისთვის რაიმეს გააკეთებ.”
  4. “ადამიანმა სიყვარულის ტკივილი უნდა გამოსცადოს. გაქცევა გამოსავალი არ არის.”
  5. “სიყვარულზე უარის თქმა ყველაზე რთულია.”
  6. “ჩვენი სიტყვები არაფერს ხსნიან, ქცევები… ქცევებია მთავარი.”
  7. “ქალი ან გააღმერთე, ან მიატოვე.”
  8. “აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.”
  9. “იმ ქალთა შორის, რომელიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმაპურად ქცეულა.”
  10. “სიყვარული – ესაა, როცა ადამიანები ერთმანეთს ეკუთვნიან… სამუდამოდ!”
  11. “არცერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ისე უცხო, როგორც ის, ვინც უწინ გიყვარდა.”
  12. “როგორც კი ადამიანს სიყვარული მოსცდილდება, კვდება.”
  13. “ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა.”
  14. “არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა. არ მეგონა თუ ხელახლა მომევლინებოდა. მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა.”