მთავარი საკითხავი 10 გენიალური ციტატა გენიალური რომანიდან “დათა თუთაშხია”

10 გენიალური ციტატა გენიალური რომანიდან “დათა თუთაშხია”

by guramus

1. “ხალხის ამბავი ასეთია: ასი სიკეთე რომ გაუკეთო და მერე ერთი ავი საქმე – დაგივიწყებს და წყალში გადაგიყრის ყველაფერს და იმ ერთადერთ ავს დაგიხსომებს მხოლოდ. ”

2. “მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია მე. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ, თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე.”

3. შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!

4. ,,არასდროს არაფერი არ მდომებია ადამიანისგან, კეთილი და სამართლიანი რომ იყოს, ამის მეტი..”

5. “ადამიანისთვის არის ერთი სანუკვარი გრძნობა: ის სიხარული, როცა გაიგებ, რომ შენზე ფიქრობს ვინმე და შენი ბედი აწუხებს გულწრფელად და უანგაროდ. პატიოსანი თვალივით იშვიათი და ძვირფასი სიხარულია ეს სიხარული, რამდენ პირობას უნდა მოუყაროს თავი მის ასახდენად? განგებამ, ამას მხოლოდ რჩეულთათვის აკეთებს უზენაესი…

6. “სანამ ანთიხარ.. ისე უნდა ენთო, რომ სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ!”

7. ქალის ბუნება ეგეთია: მოქარგული ენა გქონდეს და თუგინდ ხელდაუბანელი იყავი, ვაშლს მაინც შენ გაგათლევინებს.

8. “არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე.”

9. “ვისაც ჩავაცვი ,მან გამხადა სწორედ, მე თუ არა სხვას გახადა მაინც.”

10. “ხალხის საქმე მოგეხსენება- ჭორი ათქმევინე და პურს ნუ აჭმევ. ხალხმა თუ რამეს მოჰკრა ყური, იმას ხომ იტყვის და იტყვის, თუ ვერაფერსა და თვითონაც კარგად გამოიგონებს.”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: