მთავარი ურთიერთობები როგორ მოვიქცეთ, რომ გოგომ უეჭველი მოგვწეროს და არ ‘დაგვსინოს’?!

როგორ მოვიქცეთ, რომ გოგომ უეჭველი მოგვწეროს და არ ‘დაგვსინოს’?!

by guramus

დღეს მამაკაცებისთვის გვაქვს რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოანდომონ ქალბატონებს მათთან სექსი. წაიკითხეთ, შეისწავლეთ და გაატარეთ პრაქტიკაში, შედეგები ნამდვილად გარანტირებული გექნებათ.

ქალების შემთხვევაში ეს ადვილია – ჩაიცვით სექსუალურად და საქმე მოგვარებულია, ნებისმიერი მამაკაცი თქვენია.

აი, კაცების საკითხი ცოტა უფრო რთულია, რადგან ისინი არ არიან იმ სქესის წარმომადგენლები, რომელიც პარტნიორს ირჩევს, ასეთი პრივილეგია ხომ ქალებს ხვდათ მხოლოდ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 3 მთავარ მიზეზს, თუ რატომ უნდებათ ქალებს კაცებთან ლოგინში კოტრიალი ^_^

1 . სტილი, სურნელი და გარეგნობა – ვინ თქვა, რომ გარეგნობა მარტო მამაკაცებს ახვევს თავბრუს? ეს რაღა თქმა უნდა ასე არ არის. დღეს განსაკუთრებით ფასდება კაცური სტილი. თქვენ თუ მოუვლით საკუთარ თავს და ჩაიცვამთ ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება, აუცილებლად მოხიბლავთ ქალების უმეტესობას. გაიზარდეთ წვერი (დღეს ეს მოდაშია), მოუარეთ იდეალურად, ჩაიცვით კლასიკური ტანსაცმელი, დაისხით ოდეკოლონი, რომელიც ნებისმიერს დაახვევს თავბრუს და საქმის ნახევარი გაკეთებულია.

2 . თავდაჯერება – გგონიათ, თქვენი პიროვნული თვისებები არაფერშუაშია სექსთან? – ძალიან ცდებით. შეიძლება რადგან კაცები ხართ და ქალებს გარეგნობით არჩევთ, გეგონოთ, რომ ისინიც ასე იქცევიან, მაგრამ ეს სიმართლესთან ძალიან შორს არის. ყველაზე მომხიბვლელი თვისება – თავდაჯერებაა. სტატისტიკურად, თავდაჯერებული კაცები, რომლებიც ნაკლებად სიმპატიურები არიან ბევრად დიდ წარმატებას აღწევენ ქალებთან, ვიდრე კაცები, რომლებიც სიმპატიურები არიან, მაგრამ თავდაჯერება არ აქვთ. იყავით თავდაჯერებული, მოიქეცით ისე, თითქოს ამ ქალისთვის თქვენთან შეხვედრა პრივილეგიაა და ის უფრო დაგაფასებთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: