მთავარი ურთიერთობები როგორ მოვექცეთ Facebook-ზე მოპირდაპირე სქესის ყურადღების ცენტრში

როგორ მოვექცეთ Facebook-ზე მოპირდაპირე სქესის ყურადღების ცენტრში

by guramus

ცდილობთ ფეისბუქზე ურთიერთობების წამოწყებას ან პარტნიორის პოვნას, მაგრამ არ გამოგდით? შეიძლება ამას სწორად არ აკეთებდეთ, წარმოგიდგენთ 3 რჩევას, რომელიც ამის მიღწევაში დაგეხმარებათ.

1 . თქვენს პროფილს მეტი სტილი ჭირდება – წარმოიდგინეთ, თქვენს კედელზე შემოდის გოგო/ბიჭი, რომელსაც აინტერესებთ და უნდა თქვენთან ურთიერთობის წამოწყება, ან თუნდაც უბრალოდ მოწერა, რაც შეიძლება შემდეგ რაიმე სერიოზულში გადაიზარდოს. პირველი, რასაც ამოწმებს არის ფოტოები (ამიტომ პროფილის სურათს ყველაზე დიდი ყურადღება ენიჭება, დააყენეთ რამე სადა, არც ძალიან სექსუალური, მაგრამ ლამაზად უნდა გამოიყურებოდეთ). შემდეგი თქვენი მოვლენების აღწერებია, ნუ დაჩექინდებით უაზრო ადგილებში, დაპოსტეთ მხოლოდ აქტივობები, რომლებიც გაზიარებად ღირს.

2 . უნდა იყოთ უნიკალური – გარეგნობის გარდა რა იზიდავს მოპირდაპირე სქესს ყველაზე მეტად? – ცხოვრების სტილი. ზუსტად ამიტომ გჭირდებათ თქვენი “ეგზოტიკური” ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელსაც რეგულარულად გააზიარებთ. თუნდაც არ იყოთ ასეთი ცხოვრებით დაკავებული, გადაიღეთ ფოტოები ბუნებაში, ცოტა ხელი შეავლეთ და გამოაქვეყნეთ. ასევე შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები ისეთ ადგილებში, სადაც სხვას აქამდე არ გადაუღია, ცოტაოდენი ექსტრემი ძალიან მიმზიდველია. გამოაჩინეთ ელემენტები, რაც სხვას არ აქვს (ან აქვს, მაგრამ შეუმჩნეველია) და ყურადღებას მარტივად მიიპყრობთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე