მთავარი ურთიერთობები 5 თვისება, რომელიც ნებისმიერი კაცისთვის სანატრელ ქალად გაქცევთ

5 თვისება, რომელიც ნებისმიერი კაცისთვის სანატრელ ქალად გაქცევთ

by guramus

დღეს მინდა ვისაუბრო ქალების იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერი მამაკაცისთვის ძალიან სასურველია, ზედმეტადაც კი. თუ გაქვთ ამ თვისებიდან ერთ-ერთი მაინც, სავარაუდოდ კაცებისგან დიდი ყურადღებით საგრებლობთ.

1 . თავდაჯერება – თავდაჯარებული კაცი მომხიბვლელია, მაგრამ ეს არც ისე იშვიათია. აი, 100% ით თავდაჯერებული ქალი კი ძალიან დიდი იშვიათობაა. თუ ოდესმე მოხვედრილხართ ხალხში, სადაც ასეთი ერთი მაინც არის, მიხვდებოდით წამიერად, თუ რამდენად გამოარჩევს ეს თვისებას მას სხვებისგან. იყო თავდაჯერებული ქალი ნიშნავს, რომ არ გჭირდებოდეს და არ იყო მამაკაცზე დამოკიდებული, მაგრამ მაინც კუდში დაგდევდნენ (ზუსტად იმიტომ, რომ შენ ისინი არ გჭირდება ბედნიერებისთვის).

2 . სტილი – რაღა თქმა უნდა, გარეგნობა და სტილი მნიშვნელოვანია, თქვენი მოპირდაპირე სქესი მამაკაცია, ხომ არ დაგავიწყდათ? რაც არ უნდა თქვან, ისინი ქალებს 90% ვიზუალით აფასებენ (პირველ ჯერზე მაინც), ამიტომ რაოდენ თავდაჯერებულიც არ უნდა იყოთ, თუ საშინლად გამოიყურებით და ჰიგიენას არ იცავთ, მათი მოხიბვლის ყველანაირი შანსი იკარება, ამიტომ – სილამაზე და თავის მოვლა პირველ რიგში.

3 . იუმორის გრძნობა – ეს იშვიათია მანდილოსნებში, რადგან იუმორის გრძნობა გახსნილი ადამიანის თვისებაა, ქალები კი ნაკლებად არიან მიჩვეული ასეთ რამეებს. მაგრამ იუმორი დიდი პლიუსია, ეს ყველას აჩვენებს რომ მაღალი ინტელექტით გამოირჩევით, არ გეშინიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და ნაკლებად გაღელვებთ, თქვენზე რას იტყვიან. საუბარში ხალისის შეტანაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს?

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე