მთავარი საკითხავი 10 გენიალური წიგნი, რომლებიც თავიანთ სამყაროში ჩაგითრევენ და გარშემო ყველაფერს დაგავიწყებენ

10 გენიალური წიგნი, რომლებიც თავიანთ სამყაროში ჩაგითრევენ და გარშემო ყველაფერს დაგავიწყებენ

by guramus

ძმები სტრუგაცკები – „ორშაბათი იწყება შაბათს“ – ადგილი, საიდანაც არასდროს მოგინდებათ წასვლა არის გრძნეულობისა და ჯადოქრობის ინსტიტუტი, სადაც გაეცნობით მაგიის სამეცნიერო კვლევებსა და ახსნებს. თავად მეცნიერებს თავიანთი სამუშაო ისე უყვართ, რომ სამეცნიერო-კვლევით პროცესებში ჩართულობის გამო დღესასწაულებსაც კი ტოვებენ და არ ისვენებენ. კითხვის დასრულების შემდეგ, მაშივე გაგიჩნდებათ მისი კვლავ გადაშლის და თავიდან წაკითხვის სურვილი.

სებასტიან ჟაპრიზო – „ქალი სათვალეებით და მანქანაში არსებული იარაღით“ – შესანიშნავი ფსიქოლოგიური დეტექტივი, რომელშიც ყველა საინტერესო პერსონაჟია. წიგნი ძალიან ატმოსფერულია, იგრძნობა ქარი, ზღვის სუნი, მთავარი გმირი ქალის გაურკვევლობა და სასოწარკვეთილება. ყველაფერში გარკვევის მცდელობას პერსონაჟი განვლილი ცხოვრების გადახედვასა და ნამდვილი მეს ძიებამდე მიჰყავს.

გი დე მოპასანი – „ლამაზი მეგობარი“ – ჩვეულებრივი მაცდუნებლის და მექალთანის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გმირს ღირსების ნატამალიც არ გააჩნია, მის ისტორიას სუნთქვა შეკრული მიჰყვებით. ის მსუბუქად, თავდაჯერებულად და უპრინციპოდ მიაბიჯებს მაღალსოციალურ კიბეზე. წიგნის არსი კი, არა ჯორჯის გარყვნილება, არამედ საზოგადოების მდგომარეობაა, სადაც მას თავისებური კარიერის თავისუფლად წარმართვა შეუძლია.

იანუშ ვიშნევსკი – „მარტოობა ქსელში“ – ონლაინ-სიყვარულის შესახებ დაწერილი პირველი რომანი და მომდევნო წლების ბესტსელერი. მთავრი გმირები ერთმანეთს ინტერნეტის მეშვეობით გაიცნობენ, ერთმანეთს უყვებიან განვლილი ცხოვრების ისტორიებსა და ტკივილებს. ერთმანეთს ეროტიულ ფანტაზიებს უზიარებენ. არაერთი სირთულის გადალახვის შემდგომ, ისინი პარიზში ხვდებიან, მაგრამ ყველაზე დიდი სირთულე თავად შეხვედრა აღმოჩნდება.

გაბრიელ გარსია მარკესი – „სიყვარული ჟამიანობის დროს“ – შავგვრემანი ლამაზმანი ფერმინა უარყოფს თავის ახალგაზრდობის სიყვარულს და ბავშვობის მეგობარს, რადგან უპირატესობას მეცნიერის ცოლობას მიანიჭებს. წიგნში სიყვარულზე მოთხრობილია გრძნობით, ღიმილით და იმ პოეტურობით, რომელსაც მარკესისგან ნამდვილად არ ელით.

დევიდ მიტჩელი – „ღრუბლიანი ატლასი“ – მიტჩელის რომანებს სიჩქარეში ვერ ჩაიკითხავთ. მათგან ისეთივე სიამოვნება უნდა მიიღოთ, როგორსაც მიიღებდით ექვსი ინსტრუმენტის იდეალური შერწყმით მიღებული შესანიშნავი სიმფონიისგან, ერთი სულის ექვსი ცხოვრებისგან. “სულები მოგზაურობენ დროში ისე, როგორც ღრუბლები მოგზაურობენ ცაზე, და მიუხედავად იმისა, რომ არც ღრუბლის ფორმა, არც შეფერილობა, არც ზომა იგივე არ რჩება, ის ისევ ღრუბელია. ზუსტად ასევეა სულიც…”

ეს არის წიგნი, რომელსაც ყველა თავისებურად გაიგებს – თითქოს ის მოიზაიკაა, რომელსაც განსხვავებული ადამიანები თავიანთი განსხვავებული სურათების ასაწყობად სხვადასხვანაირად აწყობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: