მთავარი ურთიერთობები კაცების 3 ტიპი, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს (და ხშირად მხოლოდ ამას ჯერდება)

კაცების 3 ტიპი, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს (და ხშირად მხოლოდ ამას ჯერდება)

by guramus

გოგონებს საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვთ უმეტეს შემთხვევაში, ასე რომ კაცების არჩევა არ უჭირთ, მაგრამ მამაკაცების ეს 3 ტიპი ყველა ქალს იზიდავს და ცოტასთვის თუა ხელმისაწვდომი.

1 . ცუდი ბიჭი – მამაკაცი, რომელიც თავის თავზეა ორიენტირებული, არ აინტერესებს, თუ მასზე რას ფიქრობენ, თავდაჯერებულია, თავის საქმეს დაუკითხავად აკეთებს, საკუთარი სურვილები და საქმე პირველზე უყენია და არავიზე არ არის დამოკიდებული, ნებისმიერ ქალს იზიდავს, რამდენადაც არ უნდა უარყონ ეს მათ. ასეთი “ტიპები” ცუდი ბიჭის სახელით არიან ცნობილნი, რადგან ქალი მეორე ადგილზეა ყოველთვის ურთიერთობაში. მათთვის თავიანთი თავი არის პრიორიტეტი და ყოველთვის ჰგონიათ, რომ მათთან ურთიერთობა სუსტი სქესისთვის პრივილეგიაა. მათი მთავარი მომხიბვლელი თვისება არის თავდაჯერება.

2 . მიუწვდომელი მამაკაცი – ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს, ყურადღების ცენტრშია და სოციალური სტატუსი იმდენად მაღალი აქვს, რომ ნებისმიერი ქალის ფანტაზიად იქცევა ხოლმე. ასეთი კაცები ყოველთვის ქალების კომპანიით სარგებლობენ, ხანდახან ორი ან სამი ქალბატონიც ახლავთ. სწორედ ეს არის, რაც ხიბლავს გარშემომყოფ ქალბატონებს. მათთან ურთიერთობა ნამდვილად პრივილეგიაა, რატომ? – მათ ხომ ამხელა აუდიტორია ყავთ ფეხქვეშ, წარმოიდგინეთ რა მოხდება არჩევანი თქვენზე რომ შეაჩეროს?

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: