მთავარი რჩევები 23 მიზეზი იმისა, თუ რატომ გვხდის კითხვა უკეთეს ადამიანად

23 მიზეზი იმისა, თუ რატომ გვხდის კითხვა უკეთეს ადამიანად

by guramus

არაერთხელ გვსმენია, რომ კითხვა საოცარ ეფექტს ახდენს ჩვენს მენტალურ შესაძლებლობებზე, განწყობასა და გრძნობებზე. შეესაბამება კი ეს მოსაზრება სიმართლეს? ჩვენ მიერ მოპოვებული საინტერესო კვლევები ადასტურებს, რომ კითხვა მართლაც სასარგებლო აქტივობაა. აიღეთ წიგნი და თავად მიხვდებით, თუ რატომაა წიგნის წაკითხვა საუკეთესო გადაწყვეტილება.

1.კითხვა ამცირებს სტრესს

რას ანიჭებთ უპირატესობას სტრესული მდგომარეობიდან გამოსასვლელად? მუსიკის მოსმენას თუ სეირნობას? სასექსის უნივერსიტეტის მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კითხვას უნდა მივმართოთ. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენასთან, სეირნობასთან, ფინჯანი ყავის დალევასთან და სხვა აქტივობებთან შედარებით, კითხვა სტრესთან გამკლავების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. კითხვის პროცესში, კვლევის ობიექტებს მხოლოდ 6 წუთი დასჭირდათ სტრესის დონის 2/3-ზე მეტად შემცირებისათვის.

2. კითხვა უძლიობასთან გამკლავების საშუალებაა

დადასტურებულია, რომ კითხვა დასამშვიდებლად და ძილისთვის მოსამზადებლად ყველაზე ეფექტური გზაა. თქვენი ტელეფონებიდან და ეკრანებიდან გამომავალი მკვეთრი სინათლე ტვინისთვის წარმოადგენს სიგნალს, რომ გაღვიძების დროა, მაშინ, როცა მკრთალ შუქზე საყვარელი წიგნის კითხვას სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვს – თქვენი ტვინი აცნობიერებს, რომ უკვე დასვენების დროა.

3. კითხვა უფრო ემპათიურ ადამიანებდ გვაქცევს

წიგნის კითხვისას, განსაკუთრებით კი მხატვრული ლიტერატურის წაკითხვისას, ამყარებთ ემოციურ კავშირს ამბავთან და მთავარ გმირებთან? ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველები, რომლებიც ემოციურად უკავშირდებიან ამბავს, გამოირჩევიან ძლიერი ემპათიის უნარით.

4. კითხვა აძლიერებს ტვინის ფუნქციონირებას

ემორის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ ჩვენ მართლაც უფრო ჭკვიანები ვხდებით წიგნის კითხვის შემდეგ. წიგნის დასრულებიდან სულ მცირე რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენი ტვინი საგრძნობ პოზიტიურ ცვლილებებს ავლენს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ტვინის ფუნქციონირების გაძლიერება გამოწვეულია კავშირის დამყარების გაძლიერებული უნარითა და ნევროლოგიური ცვლილებებით, რას მეხსიერების გავარჯიშებას იწვევს.

5. თვითდახმარების სახელმძღვანელოებს შეუძლიათ დეპრესიის გადალახვაში დახმარება გაგვიწიონ

ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, კითხვა დეპრესიასთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. პაციენტებმა, რომლებსაც გადაეცათ თვითდახმარების წიგნები განწყობის ფსიქოლოგიისა და დეპრესიის დაძლევის ტექნიკებზე, ერთი წლის შემდეგ დეპრესსის შედარებით ნაკლები დონეები აჩვენეს, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამომყენებელმა ობიექტებმა.

6. კითხვა გვმატებს მიმზიდველობას

განათლებული და ინტელიგენტი ადამიანი გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი, აუცილებლად მიიპყრობს სხვათა ყურადღებას და სიმპატიას.

7. კითხვა ხელს უწყობს ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებასა და სირთულეების გადალახვას

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, რაც მეტს ვკითხულობთ, მით უფრო ვახდენთ მთავარ გმირებთან საკუთარი თავის ასოცირებასა და მათი ქცევის მოდელების საკუთარ ცხოვრებაში გადმოტანას. ეს ნიშნავს, რომ სათანადო ლიტერატურის კითხვას შეუძლია მოგვცეს მოტივაცია, მოგვაძებნინოს სამომავლო პარტნიორი და მიგვაღწევინოს მიზნებს მხოლოდ წიგნიდან ამოკრეფილი მაგალითების მეშვეობით.

8. კითხვის მოყვარულები გაცილებით აქტიურნი არიან სოციალურად

ეროვნული სახელოვნებო ფონდის მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, კითხვის მოყვარულ ადამიანებს გააჩნიათ მეტი მოტივაცია, მეტად აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ და საქველმოქმედო ღონისძიებებში.

9. კითხვა აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას

ყოველ ჯერზე, კითხვის პროცესში, ტვინი ვარჯიშდება. მაგალითად, როდესაც აწყდებით მანამდე უცნობ სიტყვას, თქვენ გებულობთ მის მნიშვნელობას და შემდგომში ინახავთ ხანმოკლე მეხსიერებაში. ექპერიმენტები ამტკიცებს, რომ კითხვა ანელებს გონების დაუძლურების პროცესს. ადამიანებს, რომლებიც ხშირი კითხვით ახდენენ ტვინის სტიმულირებას, გაცილებით მეტი შანსი აქვთ, შეინარჩუნონ საღი გონება, განსაკუთრებით ხანდაზმულობისას.

10. კითხვა ამდიდრებს თქვენს ლექსიკას

წიგნებში ხვდებით სიტყვებს და გამონათქვამებს, რომლებსაც ყოველდღიურად არ იყენებთ. მაშინაც კი, როცა ასეთი სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცით, ყოველთვის არ ვეძებთ მათ განმარტებას ლექსიკონში. ხომ ასეა? ხშირად, ვხვდებით სიტყვათა მნიშვნალობას კონტექსტიდან გამომდინარე. კითხვა არა მხოლოდ ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკონს, არამედ ზრდის ზოგად ცოდნასა და განათლებას.

11. კითხვა აუმჯობესებს წერით უნარებს

კითხვისას, ქვეცნობიერად ვახდენთ ავტორის წერის მანერისა და ფანტაზიის იმიტირებას. როგორც ახალგაზრდა მუსიკოსი იღებს შთაგონებას რომელიმე მუსიკალური მიმდინარეობისაგან, თქვენც ისევე ეჩვევით იმ მწერლის სტილისტიკას, ვისიც წიგნიც გიჭირავთ.

12. „წიგნის ჭიები“ ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან

ობერნის უნივერსიტეტის მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კითხვის მოყვარულები უფრო ხშირად და მეტი მონდომენით ვარჯიშობენ, ვიდრე განსხვავებული ჰობის მქონე ადამიანები. წიგნის მოყვარულები მეტ დროს ატარებენ სპორტდარბაზში და მეტად ჯანმრთელებიც არიან.

13. კითხვა გვეხმარება, გავხდეთ უფრო გულღია და მეგობრული

კრეატული კვლევის ჟურნალმა გამოაქვეყნა ძალზედ საინტერესო კვლევა, რომელიც ამტიკიცებს, რომ მხატვრულ ლიტერატურას შეუძლია გონების გახსნა, თვალსაწიერის გაფართოვება და ახალი იდეების მიღების სტიმულაცია. საერთო ჯამში, კითხვის შემდგომ, ადამიანები აღარ არიან კოგნიტურად ჩაკეტილნი.

14. კითხვას შეუძლია უცხო ენების შესწავლაშიც დაგეხმაროთ

მუდმივი მკითხველები ახალ ინფორმაციას უფრო სწრაფად და იოლად იაზრებენ. ამ ფენომენის ეფექტი ყველაზე უკეთ უცხო ენის შესწავლის პროცესში ვლინდება.

15. კითხვას დადებითი ეფექტი აქვს მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებაზე

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კითხვა მოსმენის უნარებს ავითარებს და გიადვილებთ ახალი სიტყვების და გრამატიკის გაგებას. ხმამაღლა კითხვა ამაში მეტად დაგეხმარებათ.

16. კითხვა ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას

ობაფემი ავოლოვოს უნივერსიტეტების პედაგოგებმა გადაწყვიტეს, რომ დაწყებითი სკოლის პროგრამაში კომიქსებიც შეეტანათ. შედეგად, მათ დაინახეს, რომ მარტივი შინაარსის ტექსტს დართული ფერადი ფოტოები დადებითად მოქმედებდა მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებზე და მათში კრეატიულობას ზრდიდა. მოზრილ მკითხველზე წიგნს ანალოგიური ეფექტი აქვს.

17. კითხვას შეუძლია დაგიცვათ ადრეულ ასაკში ალცჰეიმერის დავადების რისკისგან

მეცნიერების ეროვნული აკადემიის კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომელთაც უყვართ კროსვორდებისა და თავსატეხების კითხვა და ამოხსნა, გაცილებით ნაკლებად არიან ალცჰეიმერის დავადების რისკის ქვეშ. ტვინს, ისევე როგორც ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებს, გავარჯიშება სჭირდება. ამისათვის კი საუკეთესო საშუალება – დიახ, კითხვაა!

18. შვილებისათვის წიგნის კითხვა მათთან უნიკალურ კავშირს ამყარებს და ურთიერთობას აიოლებს

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ბავშვებისათვის წიგნის კითხვას, მათთან განსაკუთრებული კავშირის დამყარების ძალა აქვს. რა თქმა უნდა, შვილებთან დროის გატარების სხვა, არაერთი, საშუალებაც არსებობს, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მათთან ერთად ტელევიზორის ყურებას ან სხვა მსგავს აქტივობას ანალოგიური ეფექტი ვერ ექნება.

19. კითხვა ფინანსური სირთულეების დაძლევაშიც შეიძლება დაგეხმაროთ

განათლების მონაცემთა სტატისტიკაზე დაყრდნობით, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ზრდასრულთა 43% სიღარიბეში ცხოვრობს, მაშინ როცა, მაღალი განათლების მქონე პირების მხოლოდ 4%-ია უკიდურესად გაჭირვებული.

20. ბავშვები, რომლებიც კითხულობენ, სკოლაშიც უკეთ სწავლობენ

მეცნიერების აზრით, ბავშვები, ვინც ბაღის პერიოდში კითხულობს და ზოგადად, კითხვის მოყვარულია, გაცილებით უკეთ სწავლობენ სკოლაში. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი: ასეთი ბავშვები არა მხოლოდ გრამატიკასა და კითხვაში არიან კარგი, არამედ მათემატიკასა და სხვა ზუსტ მეცნიერებებშიც.

21. დამნაშავეთა რეაბილიტაციის პროცესში, კითხვას შეუძლია დადებითი როლის შესრულება

რიგი კვლევები აჩვენებს, რომ დანაშაულის ხელახლა ჩადენის პროცენტი იმ პატიმართა შორის, რომლებმაც ციხეში ყოფნისას წერა-კითხვის კურსი გაიარეს, 30%-ით შემცირდა.

22. კითხვა უკეთეს მოსაუბრეს გაგხდით

რაც მეტ ამბავს კითხულობ, უკეთ ყვები საკუთარ ისტორიებსაც. გამოცდილმა მკითხველმა კარგად იცის, თუ რა არის პრიორიტეტული ინფორმაცია, როგორი ამბავი „იყიდება“ და როგორ წარმოაჩინოს სათქმელი საკუთესო მხრიდან. კარგი მოსაუბრეები ყოველთვის იქცევენ მსმენელთა ჯგუფების ყურადღებას და ყოველთვის გამორჩეულად წარმოჩინდებიან.

23. კითხვა გვაძლებს მოტივაციას, სამყარო უკეთესისაკენ შევცვალოთ

აქტიური მკითხველები 3-ჯერ მეტად არიან ჩართულნი საქველმოქმედო აქტივობებსა და მოხალისეობაში, ვიდრე ისინი, ვინც არ კითხულობენ. ამიტომ, კითხვას აქვს ძალა, გვაქციოს ისეთ პიროვნებად, რომელიც მზადაა გაჭირვებულებს დახმარების ხელი გაუწოდოს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: