მთავარი საკითხავი ზაფხულში საკითხავი 15 საუკეთესო წიგნი

ზაფხულში საკითხავი 15 საუკეთესო წიგნი

by guramus

ზაფხული საუკეთესო დროა მუშაობისგან თავის დასაღწევად. მივატოვოთ ზედმეტი ფიქრი პრობლემებზე და ახალი, საინტერესო წიგნის კითხვა დავიწყოთ.

გთავაზობთ 15 ლიტერატურულ შედევრს, რომელიც თქვენს ზაფხულის არდადეგებს გაცილებით საინტერესოს გახდის.

1.ჰარუკი მურაკამი – „ უფერული ცუკურო ტაძაკი და მისი მოგზაურობის წლები“ – „რომანის მთავარი გმირი – მარტოხელა მამაკაცია, რომელიც ცდილობს თავის რთულ წარსულში გაერკვეს, ამისთვის ის სამოგზაუროდ მიემგზავრება და სხვადასხვა განსაცდელში აღმოჩნდება.

2.ჩაკ პალანიკი – „თითების წვერებამდე“ – წიგნზე აღნიშნულია „ 18 +“ და არა უბრალოდ. „მებრძოლთა კლუბის“ ავტორმა ამჯერადაც გაამართლა პრესის მიერ მასზე მინიჭებული „კონტრკულტურის“ ტიტული. რომანი მოგვითხრობს გოგონას არასახარბიელო პირად ცხოვრებაზე. მის ურთიერთობებზე საყვარელთან, რომლის მეტსახელია „კლიმაქსის ბიჭუნა.“

3.კარლოს რუის საფონი – „მარინა“ – რუის საფონის მისტიკურ-დედექტიური რომანი „მარინა“ ფორმალურად ითვლება მწერლის საუკეთესო ნამუშევრად, უფრო მეტიც, ავტორი თვლის „მარინას“ მის საუკეთესო ნაწარმოებად. მთავარი გმირი – ახალგაზრდა ოსკარი მარტო რჩება ადგილობრივ ლეგენდასთან, რომლის გამოცანები თვითონ უნდა ახსნას.

4.ბერნარ ბერბერი – „მესამე კაცობრიობა, დედამიწის ხმა“ – საგა „მესამე კაცობრიობის“ ერთ- ერთი წიგნი. აპკალიფსი, გეა – დედამიწის ქალღმერთი აღსდგება ხალხის წინააღმდეგ. ეს წიგნი, როგორც მწერლის სხვა რომანები, არ არის მხოლოდ მხატვრული ნაწარმოები, მკითხველს აიძულებს ჩაფიქრდეს. ეხება ღრმა ფილოსოფიურ კითხვებს და უზრუნველყოფს მასზე პასუხებს.

5.ფრედერიკ ბეგბედერი – „უნა და სელინჯერი“ – კიდევ ერთი რომანი, რომელზეც აღნიშნულია „18+“. ავტორმა თავის ჩვეულ მანერაში დაარქვა ფენტეზი. ბეგბედერმა თავისი რომანი ახალგაზრდა მწერალ ჯერომ სელინჯერს და ცნობილი დრამატურგის ქალიშვილი უნას (ო ნილი) სიყვარულს მიუძღვნა.

6.ბორის აკუნინი – „პლანეტა წყალი“ – ბოლოს წინა წიგნი დეტექტივ ფენდორინის შესახებ. შედგება სამი მოთხრობისგან. ესენია: „პლანეტა წყალი“, „მარტოხელა აფრა“ და „საით გავცუროთ“. ავტორის კლასიფიკაციით ესენი არის „ტექნოკრატიული დეტექტივი“, „ნოსტალგიური დეტექტივი“ და „ იდიოტური დეტექტივი“.

7.ჯეკ კერუაკი – „ზღვა- ჩემი ძმა, მარტოხელა მოხეტიალე“ – მწერლის პირველი რომანი, რომელიც დიდი ხანი დაკარგულად ითვლებოდა. წიგნში მწერლის შემოქმედების ძირითადი მოტივებია ასახული: მომთაბარე ცხოვრების წესი, მატერიალური არსებობის საშუალებების ძიება და მამაკაცური მეგობრობა.

8.ჯენეტ უოლსი – „შუშის ციხესიმაგრე“ – ამ წიგნში უოლსი მის ბავშვობაზე მოგვითხრობს, მრავალსულიან და უჩვეულო ოჯახზე, სადაც აღზრდის შოკისმომგვრელი მეთოდები იყო მიღებული. ჯენეტი მრავალი წლის განმავლობაში მალავდა თავის წარსულს.

9.დონა ტარტტი – „ჩიტბატონა“ – პულიცერის პრემიის ლაურეატი. ინტერნეტ მაღაზიის „ამაზონის“ ვერსიით – წლის წიგნი.

10.სალლი გრინ – „კოდის ნახევარი“ – რომანი შევიდა ყველაზე მოსალოდნელი წიგნების ათეულში. 2015 წელს იმედები არ გაუცრუა მკითხველს. ზოგიერთი მას ადარებს ცნობილი ჰარი პოტერის წიგნების სერიებს.

11.ელეონორ კატტონ – „მანათობელი“ – ახალზელანდიელი მწერლის ელეონორ კატტონის ნაწარმოები დაჯილდოებულია ბეკეროვის პრემიით. ეს დეტექტიური ისტორია დაფუძვნებულია ასტროლოგიაზე. 12 ვარსკვლავური პერსონაჟი შეესაბამება ზოდიაქის ნიშნებს და 7 პლანეტარულ პერსონაჟს.

12.ენტონი დორრ – „ჩვენთვის უხილავი სინათლე“ – წიგნი 2015 წლის პულიცერის პრემიის ლაურეატია. ამ წელს რუსულ ენაზეც გამოიცა. რომანი მეორე მსოფლიო ომის ფონზე მოგვითხრობს უსინათლო ფრანგი გოგონასა და ახალზარდა გერმანელის სიყვარულის შესახებ.

13.ნარინე აბგარიანი – „ციდან ჩამოვარდა სამი ვაშლი“ – სომეხთა გენოციდის ასი წლის თავზე გამოვიდა ნარინე აბგარიანის წიგნი „ციდან ჩამოვარდა სამი ვაშლი“, რომელიც მოგვითხრობს სომხეთზე, სიყვარულზე, მთაში დაკარგულ გოგონაზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე.

14.ჟაუმე კაბრე – „მე აღსარებას ჩავაბარებ“ – ესპანელი მწერლის, ჟაუმე კაბრეს რომანი მის სამშობლოში 2011 წელს გამოიცა და იმავე წელს აღიარებული იქნა კაბრეს ლიტერატურულ მიღწევად. 2015 წელს კი გამოიცა მსოფლიოს 20 ენაზე. რომანი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც სიბერეში გაიგებს ალცგეიმერის დაავადების შესახებ და ცდილობს ყველა თავისი მოგონება მეხსიერების დაკარგვამდე ჩაიწეროს.

15.ანდრე მორუა – „ სექტემბრის ვარდები“ – მწერალი ცნობილია თავისი ბიოგრაფიული ნაწარმოებებით ბალზაკზე, ჰიუგოსა და დიუმაზე. ავტორი ამჯერად მწერლის ცხოვრებას აღწერს, რომლის წიგნებსაც მთელი საფრანგეთი კითხულობს. ისტორია არის ძალიან ნაზი და მგრძნობიარე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: