მთავარი საკითხავი საინტერესო ფაქტები სიზმრების შესახებ

საინტერესო ფაქტები სიზმრების შესახებ

by guramus

ბრმა ხალხი სიზმრებს ხედავს – ადამიანები, რომლებიც დაბადების შემდეგ ბრმავდებიან, ჩვეულებრივად ხედავენ გამოსახულებებს სიზმრებში. ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ბრმები იბადებიან. მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ, ნახონ კაშკაშა სიზმარი, ეს ფაქტი ნორმალური ადამიანისთვის რთული წარმოსადგენია, მაგრამ ადამიანის სხვა გრძნობები (როგორიცაა : შეხება, სუნი, ხმა, ემოცია) იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ნებისმიერი რეალური სიტუაცია ვირტუალურად გვაჩვენოს სიზმარში.

ჩვენ სიზმრების მხოლოდ 10%-ს ვიმახსოვრებთ – როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ, 5 წუთის განმავლობაში ჩვენი სიზმრის ნახევარი იკარგება / გვავიწყდება. ინგლისელმა პოეტმა, სამუელ კოლრეიდჯმა ერთხელ ძალიან ლამაზი სიზმარი ნახა, გაღვიძებისთანავე აიღო ფურცელი და პასტა და დაიწყო სიზმრის აღწერა, რამოდენიმე წუთის შემდეგ მას მეზობელმა შეაწყვეტინა წერა, როდესაც იგი სამუშაოს მიუბრუნა, ვეღარ შეძლო სიზმრის გახსენება, ეს პოემა დღემდე დაუსრულებელია.

ადამიანების 100% ხედავს სიზმრებს – ყოველ ადამიანს აქვს
სიზმრის დანახვის უნარი (გამონაკლისია განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დაავადებები). ქალებს და მამაკაცებს აქვთ რადიკალურად განსხვავებული სიზმრები და ამავდროულად შეხედულებები. მამაკაცები უფრო მეტად თავიანთი სქესის წარმომადგენლებზე ხედავენ სიზმრებს, ხოლო ქალები თანაბრად (ქალებზეც და ასევე მამაკაცებზეც). ორივე სქესის წარმომადენელს შეუძლია აღეგზნოს სექსუალურად სიზმრის ხედვის დროს, რაც ხშირად ძალიან ეფექტურია.

სიზმრები ფსიქოზის განვითარებას უშლის ხელს – კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ სტუდენტებს, რომლებიც გააღვიძეს სიზმრის ხედვისას, აღენიშნებოდათ კონცენტრაციის ნაკლებობა, ფსიქიკური აშლილობა და ა.შ.

ჩვენ მხოლოდ ის გვესიზმრება, რაც ვიცით – ჩვენ ხშირად გვესიზმრება უცხო ადამიამები, რომლებიც არასოდეს გვინახავს, არც კი გვახსოვს. იცოდით, რომ ეს სახეები რეალურია და არა თქვენი ფანტაზიის ნაწილი? ეს იმ ადამიანების სახეებია, რომლებიც თქვენ ნანახი გყავთ, მაგრამ არ გახსოვთ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ქვეცნობიერში რჩებიან. სერიული მკვლელი, რომელიც თქვენ დღეს დაგესიზმრათ, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ პატარა ბიჭი იყოს, რომელმაც ათიო წლის წინ ნაყინი წაგართვათ. ჩვენ ათასობით სახე გვაქვს ნანახი, ასე რომ, შემსრულებლების ამოუწურავი არსენალი გაგვაჩნია.

 

 

ყველას არ შეუძლია სიზმრის ფერებში დანახვა – ჯანსაღი მხედველობის ადამიანების 12% სიზმრებს შავ-თეთრად ხედავენ (შეიძლება თქვენც იყოთ ერთ-ერთი მათგანი). თქვენ აუცილებლად დაგესიზმრებოდათ სიტუაცია, სადაც მოგდევენ, ან თუნდაც გკლავენ, ასევე ნახავდით რეალურად ცოცხალი ადამიანის გარდაცვალებას და სხვა. დადასტურდა, რომ ასეთი სიზმრების მიმართ ის ადამიანები უფრო მგრძნობიარეები არიან, რომლებიც სიზმრებს ფერებში ხედავენ.

სიზმრის შინაარსი ის არ არის, რაც გვესიზმრება – თუ სიზმარს ვხედავთ გარკვეულ თემაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიზმარი ამ თემას უკავშირდება. სიზმარი სიმბოლურ ენაზე განიმარტება. თქვენი ქვეცნობიერი ცდილობს, რომ სიზმარი რაიმე სხვა მოვლენას შეადაროს.

ნებისყოფის მქონე ადამიანებს მეტად კაშკაშა სიზმრები აქვთ – ადამიანებს, რომლებიც წლობით ეწეოდნენ და შემდეგ თავი დაანებეს, აქვთ უფრო ნათელი სიზმრები. ეს ადამიანები ხშირად ხედავენ, თუ როგორ იჭერენ მათ მოწევის ფაქტზე, რის შედეგადაც ძლიერ ნეგატივს და სინანულს გრძნობენ. ამ ფაქტზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, ჩვენი ქვეცნობიერიც ისევე რეაგირებს, როგორც ჩვენი ტვინი ფხიზელ მდგომარეობაში.

გარეგნული სტიმული იპყრობს ჩვენს სიზმრებს – დარწმუნებული ვარ, ხშირად განგიცდიათ ასეთი რამ, მაგალითად : როდესაც გწყურიათ, გესიზმრებათ, რომ დიდი ჭიქით ცივ წყალს სვამთ, ეს თქვენ გაკმაყოფილებთ, მაგრამ ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაწილია.

თქვენ პარალიზებული ხართ, როდესაც გძინავთ – გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ თქვენ ვირტუალურად პარალიზებული ხართ, როდესაც გძინავთ, ეს იმიტომ ხდება, რომ სიზმარში ასახული მოქმედებები რეალობად არ იქცეს. ძილის დროს ჯირკვლები გამოყოფენ ჰორმონს, რომელიც ტვინს აწვდის ინფორმაციას, რის შედეგადაც სხეული დუნდება და მოგვიანებით პარალიზების ქვეშ ექცევა.