მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ჭირვეული ქალები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ჭირვეული ქალები

by guramus

მამაკაცი, რომელიც ამ ქალთან აპირებს საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას, გარდა ამ უკანასკნელის “ხმაურიანი ხასიათისა”, მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ ცოლი გემრიელ სადილსა და დალაგებულ სახლს, განწყობის მიხედვით დაახვედრებს. ტყუპ ქალს საოჯახო საქმეების კეთებაც ხასიათის ცვალებადობის მიხედვით ეხერხება. ამიტომ თუ მისგან სანიმუშო დიასახლისობას ელით, ეს ოცნება ოცნებადვე დაგრჩებათ.

კირჩხიბი

მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ქალი შესანიშნავი მეოჯახე და უზადო დიასახლისია, იგი მაინც მოხვდა აუტანელი ქალების სიაში. მიზეზი კი მისი უაზრო ეჭვიანობა და “წიკებია”. კირჩხიბ ქალს კოსმოსიდან დაყვა დედობრივი მზრუნველობის უნარი, მაგრამ ხშირად მზრუნველობა გადაჭარბებული და მომაბეზრებელია.

მამაკაცებს საწყის ეტაპზე დიახაც მოსწონთ ქალი კირჩხიბის ოდნავ ჭირვეული ხასიათი, სირბილე და მზრუნველობა, მაგრამ როცა ურთიერთობა სერიოზული ფაზისკენ გადაინაცვლებს, კირჩხიბში მესაკუთრული გრძნობები აქტიურდება. შესაბამისად, მისი ჭირვეულობა ხშირად აბსურდულ და მანიაკალურ ეჭვიანობამდე დადის, ხოლო მზრუნველობა სულის ხუთვას ემსგავსება მუდმივი რეკვებითა და რეპლიკებით “სად ხარ?” “ვისთან ერთად ხარ?” “ჩემ ზარს რატომ არ პასუხობ?”, “ისე აღარ გიყვარვარ როგორც უწინ” და ა.შ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: