მთავარი ურთიერთობები 9 ცხოვრებისეული გაკვეთილი კონფუცისგან

9 ცხოვრებისეული გაკვეთილი კონფუცისგან

by guramus

უდიდესი აღმოსავლელი ფილოსოფოსი, რომელიც ხალხს ურთიერთობებს, სამართალს, გულწრფელობას ასწავლიდა. კონფუცის ნაშრომებზეა დამყარებული თანამედროვე სახელმწიფოების მართვის პრინციპები.

გთავაზობთ კონფუცის 9 ცხოვრებისეულ გამონათქვამს, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს.

  1. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სწრაფად მიიწევთ მიზნისკენ, მთავარია არ გაჩერდეთ.
  2. არასოდეს იმეგობრო ადამიანთან, რომელიც არ არის შენზე უკეთესი.
  3. როცა ბრაზი მოგაწვება, აუცილებლად დაფიქრდი შედეგებზე.
  4. თუ ხვდები რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, არ შეცვალო მიზნები, შეცვალე მიზნამდე მისასვლელი გზები.
  5. თუ გძულს ადამიანი, ე.ი. მან დაგამარცხა.
  6. სულელი რასაც სხვაში ეძებს, ბრძენი საკუთარ თავში პოულობს.
  7. თუ გადადგავ პირველ ნაბიჯს მიზნისკენ, მაშინ ბოლომდე იბრძოლე მის შესასრულებად.
  8. მიეცი ცოდნა მას, ვინც შეიგნო საკუთარი უცოდინრობა.
  9. თუ ადამიანები თქვენზე ზურგს უკან ლაპარაკობენ, გამოდის, რომ თქვენ მათზე წინ ხართ.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: