მთავარი ასტროლოგია ყველაზე უსაქმური ქალების ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე უსაქმური ქალების ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

არსებობენ ქალები, რომლებსაც დიასიახლისობა და საქმიანობა სისხლში აქვთ გამჯდარი, მხოლოდ არა ამ 5 ზოდიაქოს ქალბატონს, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ვერძი – სანიმუშო დიასახლისებს რომ არ მიეკუთვნებიან, ამას ყველა ვერძი ქალი აღიარებს. თუმცა, თუ მოუწია მაინც საქმეში ჩართვა, ამას სწრაფად და ეფექტურად აკეთებს, თუმცაღა ძალიანაც არ სიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება. ეფექტურია, მაგრამ ზარმაცი. ვერძებო, ნაცნობი სიტუაციაა, არა?

ტყუპები – როგორც წესი, შემართული და დინამიურია. სახლის დალაგებას ხშირად მტვრების გადაწმენდით ან გამოგვით იწყებენ, მაგრამ საქმის დასაწყებად იმხელა შემართება სჭირდებათ, ხშირად უწევთ გადადებული საქმის მეორე დღეს (ან შემდეგ თვეს) კეთება.

ლომი – რა ლომის ბრალია, თუ თავს დედოფლად თვლის და დიასახლისის როლს ვერ ითავსებს? მას ხომ ყველაფერი ლანგარზე მორთმეული უნდა და პატივმოყვარეობა უფლებას არ აძლევს, რომ “ბინძური” საქმე მარტომ აკეთოს. ისინი თანახმა არიან მუშაობაზე, როცა სხვა ვინმე ეხმარებათ, რადგან მათი ხელმძღვანელობა სიამოვნებთ.