მთავარი ფილმები 8 დეტექტიური ჟანრის ფილმი, რომელიც თქვენს ტვინს უფრო ჭკვიანს გახდის

8 დეტექტიური ჟანრის ფილმი, რომელიც თქვენს ტვინს უფრო ჭკვიანს გახდის

by guramus

თუ თავისუფალ დროს ფილმების ყურებაში ატარებთ, გთავაზობთ, დრო პროდუქტიულად გამოიყენოთ, თან დაისვენოთ და ამავე დროს ავარჯიშოთ თქვენი გონება. გონების გავარჯიშება კი დეტექტიური ჟანრის ფილმებით შეიძლება. ჩახლართული, დეტალებზე ორიენტირებული სიუჟეტის ყურება და გააზრება ნამდვილად კარგი ვარჯიში იქნება თქვენი ტვინისთვის.

ჯენიუსი გთავაობთ 8 შესანიშნავ დეტექტიურ ფილმს, რომელიც თქვენს ტვინს ნამდვილ თავსატეხს მოუვლენს და ხანგრძლივი დროით აიძლებს აზროვნებას:

89005-R3L8T8D-650-1
ეინჯელის გული – ANGEL HEART

გასული საუკუნის 50–იანი წლებში კერძო გამომძიებელი ჰარი ეინჯელი, იდუმალებით მოცული ლუი საიფერისგან იღებს ახალ დავალებას. მან უნდა იპოვოს დიდი ხნის წინ გაუჩინარებული ნიჭიერი მუსიკოსი, რომელმაც ლუი საიფერთან სარფიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაუჩინარდა. ხანგრძლივი გამოძიების შედეგად, დეტექტივი დაუჯერებელ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს.


89455-R3L8T8D-650-2_2
გახსოვდეს – MEMENTO

სადაზღვევო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი მეუღლის მკვლელს ეძებს. საქმეს მისი მეხსიერების პრობლემები ართულებს: თავის ტრამვის შემდეგ მას ახსოვს წარსული, მაგრამ ვერ იმახსოვრებს იმ მოვლენებს, რაც თხუთმეტიოდე წუთის წინ მოხდა.


89205-R3L8T8D-650-102
ზოდიაკი – ZODIAC

ფილმი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი გაუხსნელი დანაშაულის შესახებ. სან-ფრანცისკოში სერიული მკვლელი გამოჩნდა, რომელიც ქალაქის სიმშვიდეს არღვევს და სამართალდამცავებს მისტიკური ხასიათის წერილებს უგზავნის.


89605-R3L8T8D-650-6
ნამდვილი დეტექტივი – TRUE DETECTIVE

მთავარი გმირი ორი დეტექტივია. 2012 წელს ლუიზიანაში ხელმეორედ გაიხსნა გამოძიება 1995 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე. დეტექტივებმა გაიცნეს ერთმანეთი 17 წლის უკან, როცა დაიწყო გამოძიება, იმის მერე ისინი ერთად ნადირობდნენ ქილერზე. სიუჟეტი განვითარდება როგორც ჩვენ დროს, ასევე გადაიხვევა უკან 90–იან წლებში.


89655-R3L8T8D-650-7
საიდუმლო გზა – MYSTERY ROAD

დეტექტივი ჯეი სვანი დაბრუნდა თავის მშობლიურ პროვინციაში და დაიწყო სასტიკი დანაშაულის გამოძიება. მან უნდა იპოვოს დამნაშავე ეჭვმიტანილი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში, რომლის ცხედარი იპოვეს გადინების ქვეშ გზატკეცილზე.


89705-R3L8T8D-650-8
გონებაზე მონადირენი – MINDHUNTERS

კუნძულზე ფედერალური ბიუროს მომავალი აგენტები გადამწყვეტ ტესტს გადიან.გამოცდა რეალურ სახეს იძენს,როდესაც აღმოაჩენენ,რომ მათში ერთ-ერთი სერიული მკვლელია.მათ უნდა მოასწრონ და გამოაშკარაონ მკვლელი სანამ იგი ყველას დახოცავს…


89755-R3L8T8D-650-9
ლოს – ანჟელესის საიდუმლოებანი – L.A. CONFIDENTAL
ლოს-ანჯელესში კრიმინალი მძვინვარებს. კრიმინალური სამყაროს ბოსის დაკავების შემდეგ, ვინც კი მოინდომა რომ მისი ადგილი დაეკავებინა, ყველა იმ ქვეყნისკენ გაემართა…


89055-R3L8T8D-650-10
გოგონა დრაკონის ტატუთი – The Girl with the Dragon Tattoo

ჟურნალისტს, რომელიც ორმოცი წლის უკან დაიკარგა, ეხმარება გოგონა, რომელმაც გაითქვა სახელი არამარტო გენიალური ტვინით და ჭკუით, არამედ ჰაკერობის ნიჭითაც.