მთავარი ურთიერთობები ნდობის მნიშვნელობა პირველი კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად

ნდობის მნიშვნელობა პირველი კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად

by guramus

ადამიანის გაცნობიდან რამდენიმე წამში გვექმნება შთაბეჭდილება მასზე და ხშირად ამ “პირველი შთაბეჭდილებიდან” გამომდინარე განვიკითავთ მას. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი ემი ქიუდი  და ფსიქოლოგები ფისკ და პიტერ გლიკები 15 წლის განმავლობაში სწავლობდნენ პირველი შთაბეჭდილების ფენომენს.

კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ჩვენ პირველად ვხვდებით ადამიანს, საკუთარ თავს ვუსვავთ ამ ორ კითხვას:

  • შემიძლია ვენდო ამ ადამიანს?
  • შემიძლია პატივი ვცე ამ ადამიანს?

ადამიანთა უმრავლესობა, განსაკუთრებით პროფესიულ წრეებში, პიროვნების კომპეტენციას აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ყველას სურს ჭკვიან და გონიერ ადამიანებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.

თანაგრძნობა და საიმედოობა არის ის ორი თვისება, რომლის მიხედვითაც ადამიანები ერთმანეთს ვაფასებთ.

“ევულუციური თვალსაზრისით:, ამბობს პროფესორი ქიუდი, “უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ვინ იმსახურებს ჩვენს ნდობას. ასე იყო ჩვენი წინაპრებისთვისაც, მათთვის მნიშვნელოვა იყო სცოდნოდათ თუ ვის შეეძლო მათი მოკვლა ან მათი გაქურდვა”.

პროფესორი არ უარყოფს პიროვნების უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების მნიშვნელობას. მისი აზრით, ეს ღირებულებები თავს იჩენს პირველ შთაბეჭდილებებში, თუმცა მას შემდეგ, რაც ნდობა დამყარდება.

თუ ვინმე არ გამოხატავს ნდობას შენს მიმართ, შეუძლებელია დაამყარო მასთან კარგი ურთიერთობა. სანამ თქვენ სხვებისგან ელით, რომ დააფასებენ და პატივს სცემენ თქვენს პროფესიონალიზმს, თქვენ უნდა შექმნათ სანდო და კეთილი ადამიანსი იმიჯი.