მთავარი ფილმები 10 ფილმი, რომელიც ცხოვრების დაფასებას გასწავლით

10 ფილმი, რომელიც ცხოვრების დაფასებას გასწავლით

by guramus

ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის და ჩვენ ყოველთვის ვჩქარობთ ყველაფრის  მოსწრებას. ვცდილობთ ყველაფრის ერთ დღეში გაკეთებასა და პროდუქტიულობის შენარჩუნებას, ამავე დროს.

ზოგჯერ მნიშვნელოვანია ერთი ან ორი წუთი პაუზის აღება, რათა გავაანალიზოთ და დავრწმუნდეთ რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ გამოგვრჩა.

წარმოგიდგენთ 10 ფილმს, რომელიც გასწავლით, როგორ დააფასოთ ცხოვრების თითოეული წუთი.

2305055-Screenshot1-650-1465131016

1. ცაცია – SOUTHPAW

აღწერა: მოკრივე ბილი ჰოუპს შესანიშნავი ცხოვრება ჰქონდა: ჩემპიონის წოდება, ლამაზი ცოლი და საყვარელი ქალიშვილი, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ცოლი დაიღუპა, რინგზე დისკვალიფიკაცია მიიღო, დაეკისრა ვალები და სასამართლომ ჩამოართვა მამობის უფლება. ახლა ჰოუპმა უნდა დაიბრუნოს ჩემპიონის სტატუსი და ქალიშვილი. ყველაფერს მისი ცნობილი მარცხენა ჰუკი გადაწყვეტს.


2305205-Screenshot2-650-1465131016

2. ევერესტი / EVEREST

აღწერა: ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა.


2305255-Screenshot3-650-1465131016

3.  უტეხი / UNBROKEN

აღწერა: ლუი ზამპერინი, სირბილში ოლიმპიური მონაწილის რეალური ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა ტყვედ აიყვანეს.


2305555-Screenshot4-650-1465131016

4. საუკეთესო დრო / THE FINEST HOURS

აღწერა: ფილმი მოგვითხრობს მაშველების შესახებ, რომლებიც საზარელ შტორმში გაემართებიან შუაზე გაგლეჯილ გემზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად.


2305505-Screenshot5-650-1465131016

5. ახალგაზრდობა / YOUTH

აღწერა: ფრედი და მიკი მეგობრები არიან. ფრედი ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორია, მისი უდიდებულესობის, დედოფლის თხოვნის მიუხედავად ის უარს ამბობს პრინც ფილიპის დაბადების დღეზე გამოსვლაზე. მიკი ოსკაროსანი რეჟისორია და ახალ ფილზე მუშაობს. მეგობრები ზაფხული ერთად გატარებას გადაწყვეტენ.


2305405-Screenshot6-650-1465131016

6. მე, ერლი და მომაკვდავი გოგო / ME AND EARL AND THE DYING GIRL

აღწერა: გრეგი სკოლის დამამთავრებელი კლასის დახურვას, რაც შეიძლება შეუმჩნევლად ცდილობს. თავიდან იცილებს ყველანაირ სოციალურ აქტივობასა და უსიამოვნებას. ამავდროულად თავის ერთადერთ მეგობართან, ერლთან ერთად ყველასგან ფარულად უცნაურ ფილმებს ქმნის. მის ასოციალურობასა და მეგობრობას საფრთხე დაემუქრება, მას შემდეგ რაც დედამისი აიძულებს ლეიკემიით დაავადებული კლასელის მეგობარი გახდეს.


2305455-Screenshot7-650-1465131016

7. დენი კოლინზი / DANNY COLLINS

აღწერა: ფილმი გადაღებულია ნამდვილი ამბის მიხედვით. ხანში შესული როკ ვარსკვლავი გადაწყვეტს, ცხოვრება შეცვალოს, როდესაც აღმოაჩენს ჯონ ლენონისგან 40 წლის წინ მოწერილ წერილს.


2305305-Screenshot8-650-1465131016

8. რიკი და ფლეში / RICKI AND THE FLASH

აღწერა: ფილმი მომღერალსა და გიტარისტ რიკიზე მოგვითხრობს, რომელიც ჯგუფ “ფლეშის” წევრია და მისი ცხოვრების ერთადერთ მიზანსა და ოცნებას როკენროლის ვარსკვლავობა წარმოადგენს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას უქმნის პირად ცხოვრებას.


2305355-Sxreenshot9-650-1465131016

9. დედა / MA MA

აღწერა: ეს არის ისტორია სიცოცხლისთვის მებრძოლ ქალზე, რომელსაც მკერდის სიმსსივნეს დაუდგენენ. ნიჭიერი მასწავლებელი და საყვარელი დედა მაგდა, ძალას იკრეფს, რომ დაავადება დაამარცხოს და ბედნიერება მოიპოვოს.


2304955-Screenshot10-650-1465131016

10. ემი / AMY

აღწერა: დოკუმენტური ფილმი ცნობილი მომღერლის ემი ვაინჰაუსის შესახებ, რომელიც 2011 წელს გარდაიცვლა.