მთავარი ფილმები 6 საუკეთესო ფილმი, რომელიც გულს აგიჩვილებთ

6 საუკეთესო ფილმი, რომელიც გულს აგიჩვილებთ

by guramus

გთავაზობთ 6 საუკეთესო ფილმს, რომელიც გულს აგიჩვილებთ და ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე დაგაფიქრებთ.

2797255-IamSam-650-1467136938

1. მე მქვია სემი – I AM SAM

აღწერა: სემის გონებრივი განვითარება შვიდი წლის ბავშვის დონეზე შეჩერდა, მაგრამ ის შეძლებისდაგვარად ცდილობს საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს. მას ყავს ქალიშვილი, რომელსაც თავად ზრდის. მაგრამ გადის შვიდი წელი, და ლუსი მამაზე ჭკვიანი ხდება, რაც აიძულებს სოციალურ მუშაკებს სასამართლოზე ბავშვის ჩამორთმევის საკითხი დასვან.

2797055-94ea71505f7b864df31ba21fb9e0c09f-650-1467136938

2. გაქცევა შოუშენკიდან – THE SHAWSHANK REDEMPTION

აღწერა: მე-20 საუკუნის 40–იანი წლები.წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შაუშენკის ციხეში.ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის იხდის სასჯელს. აქ იგი თავის ცოდნას ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მისი პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე, დუფრეინს სხვა პატიმრები დაუმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი სახელად რედი.

2797205-12c0320fdf37c4d0cb2c39286ef746b9-650-1467136938

3. უხილავი მხარე – THE BLIND SIDE

აღწერა: 16 წლის, ახოვანი აფროამერიკელი მაიკლ ოჰერი უსახლკაროდ დარჩა.მას შეძლებული მემფისელი წყვილი \R\Nშეიფარებს. მაიკლი მნიშვნელოვნად წაიწევს წინ ამერიკის ეროვნულ ლიგაში ფეხბურთის სათამაშოდ.

2797005-4DA-650-1467136938

4. მარლი და მე – Marley and Me

მარლი ძალიან პატარა იყო, როცა ერთმა ოჯახმა “იშვილა”. თავიდან ცელქი ლეკვი ბევრ პრობლემას ქმნიდა, მაგრამ მარლი გაიზარდა და ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

2797105-b4174b8215546f0aeb08a5c31732b49a-650-1467136938

5. ბიჭი ზოლიან პიჟამაში – THE BOY IN THE STRIPED PAJAMAS

აღწერა: მეორე მსოფლიო ომის დროს უდანაშაულო ბრუნოს თვალით დანახული ისტორია, რვა წლის ბიჭი საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის შვილია, მას ებრაელ ბავშვთან მეგობრობას უკრძალავენ, რომელიც ბანაკის ჭობის მეორე მხარეს არის და მოვლენების განვითარებას ელოდება.

2797305-245567815b1a2f0428e436980e6e08d1-650-1467136938

6. ბილი ელიოტი – BILLY ELLIOT

აღწერა: რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: