544
მგრძნობიარე ადამიანს, როგორ წესი, სხვებისგან განსხვავებული თვისებები და ღირებულებები აქვს.
ფსიქოლოგი ელაინ ეირონი იკვლევდა ინტროვერტ ( საკუთარ შინაგან სამყაროზე ჩაფიქრებული) ადამიანებს. კვლევის ობიექტი მგრძობიარე ადამიანები იყვნენ. ეირონმა შეკრიბა 39 ადამიანი, რომლებიც საკუთარ თავს ახასიათებდნენ, როგორც ინტროვერტირებული პიროვნება.
კვლევის მონაწილეებს ძირითადად შემდეგ თემებზე უსვამდნენ კითხვებს: ყოველდღიური აქტივობები, რელიგიური მრწამსი და შეხედულებები, მსოფლმხედველობა, მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა მეგობრებთან.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:
- მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანები შესანიშნავი მეთვალყურეები არიან
- ასეთ ადამიანებს არ მოსწონთ სურპრიზები
- არ უყვართ მოკლე საუბრები
- თავს ახასიათებენ, როგორც კრეატიული და ინტუიციის მქონე
- მათი ოცნებები საკმაოდ ნათელია. გაღვიძებისთანავე შეუძლიათ მიხვდნენ რა ელით დღის განმავლობაში
- უფრო სულიერი და ფილოსოფიურები არიან, ვიდრე მატერიალისტები
- დამოკიდებულნი არიან მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ბუნების სილამაზეზე
- გაურბიან ისეთ აქტივობებს, რომლებიც ძალადობას ითვალისწინებენ
- მოსწონთ პიროვნულ პრობლემებზე ფოკუსირება
- სხვებთან შედარებით ემოციებს ძლიერად გამოხატავენ