მთავარი საკითხავი “ვინც ასე მოიქცევა, მსოფლიოს დაიპყრობს, ვინც ვერა – გაირიყება”

“ვინც ასე მოიქცევა, მსოფლიოს დაიპყრობს, ვინც ვერა – გაირიყება”

by guramus

“ყოველ წელს დავდივარ სათევზაოდ მდინარე მეინზე. გულწრფლად უნდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს ნაღებიანი ხენდრო, აი, თევზს კი, საოციარია, მაგრამ ჭიაყელა ურჩევნია. ჰოდა, როცა სათევზაოდ მივდივარ, ჩემს სურვილებზე როდი ვფიქრობ, მე ვფიქრობ იმაზე, რა სურს თევზს. ამიტომ ანკესზე ნაღებიან ხენდროს კი არ წამოვაცვამ, არამედ ჭიაყელას ანდა ჭრიჭინას და თევზს ვეუბნები: ამას ხომ არ მიირთმევთ-მეთქი.

რატომ არ შეიძლება ასევე გონივრულად მიუდგეთ ადამიანებს? სწორედ ასე იქცეოდა ლოიდ ჯორჯი. ერთხელ ჰკითხეს, თუ როგორ შესძლო მან მეთაურთა შორის ყოფნა იმ დროს, როცა ომისდროინდელი ხელმძღვანელები – ვილსონი, ორლანდა, კლემანსო – მოხსნეს და დაივიწყეს, მან უპასუხა: “ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ვიცოდი, რომელი სატყუარა უნდა წამომეგო ანკესზე, რომ თევზს მოსწონებოდა”.

რა საჭიროა, სულ იმაზე ვილაპარაკოთ, რაც ჩვენ გვსურს? ეს ბვშვური გულუბრყვილობაა და აბსურდია. რა თქმა უნდა, რომ პირველ რიგში შენი სურვილების აღსრულება გაინტერესებს და მთელი არსებობა მოუცავს მას, მაგრამ ის ხომ შენს გარდა არავის აინტერესებს? ყველა ადამიანი შენნაირია: თითოეულს აინტერესებს ის, მხოლოდ ის, რაც მას სურს.

ამიტომ ერთადერთი გზა არსებობს: თუ გსურს, რომ სხვაზე იქონიოთ გავლენა, ამ ადამიანს იმაზე უნდა ელაპარაკოთ, რაც მას სურს და დაეხმარო კიდეც ამ სურვილის არსულებაში.

ყოველივე ეს გაიხსენეთ მაშინ, როცა გსურთ ვინმეს რამე გააკეთებინოთ. მაგალითად, თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი არ ეწეოდეს, შეგონებას ნუ დაუწყებთ: დაამტკიცედ, რომ ეს ცუდი ჩვევა მას ხელს შეუშლის ბეისბოლის თამაშში, ანდა პირველ ადგილს ვერ მოიპოვებს 100 მეტრზე რბენაში.

ამ ამბის ცოდნა მარტო მაშინ კი არ არის საჭირო, როცა ბავშვებთან გვაქვს საქმე, არამედ პატარა ცხოველებთანაც. აი, ერთხელ ემერსონი და მისი შვილი თავგამოდებით ცდილობდნენ, რომ ხბო ფარდულში შეეგდოთ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ თავიაანთ შეცდომას, რადგან სულ იმაზე ფიქრობდნენ რაც თავად უნდოდათ: შვილი ხბოს მიათრევდა, ემერსონი კი მას ხელით უბიძგებდა. ხბო უძალიანდებოდა – გაჩაჩხულიყო და საძოვრიდან ფეხს არ იცვლიდა. ამ ამბავს მოსამსახურე უყურებდა. მართალია, მას წიგნების წერა არ შეეძლო, მაგრამ ხბოს სურვილს უფრო ადრე მიხვდა, ვიდრე ემერსონი. ქალმა ხბოს თითი პირში ჩაუდო საწუწნად და ნელ-ნელა გაიყოლა ფარდულისკენ.

დაბადებიდან თქვენი ყოველი საქციელი იმით აიხსნებოდა, რომ სულ რაღაცა გინდოდათ. თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ შემეკამათოთ: იმაზე რაღას იტყვით, ასი დოლარი რომ შევწირე წითელ ჯვარს? ეს რა, გამონაკლისია? არა, ეს თქვენი საქციელი გამონაკლისი სულაც არ არის. თქვენ ასი დოლარი იმიტომ შეწირეთ წითელ ჯვარს, რომ გინდოდათ დახმარების ხელი გაგეწვდინათ. გინდოდათ ლამაზი, კეთილშობილური საქციელი ჩაგედინათ.

თუკი იმის სურვილი უფრო დიდი იქნებოდა, რომ ეს ფული თქვენთვის დაგეტოვებინათ, მაშინ მას აღარ შესწირავდით; არ არის გამორიცხული, რომ ეს ფული იმის გამოც შესწირეთ, რომ უარის თქმა გეუხერხულად, ანდა იმის გამო, რომ თქვენმა კლიენტმა გთხოვათ, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ შესაწირი თანხა გაიღეთ იმის გამო, რომ თვითონ გსურდათ ასე”.

დეილ კარნეგი
“როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: