მთავარი საკითხავი სიზარმაცის დაძლევის იაპონური მეთოდი

სიზარმაცის დაძლევის იაპონური მეთოდი

by guramus

თითქმის ყველა ჩვენგანი პერიოდულად სახავს ახალ მიზნებს და არც თუ ისე იშვიათად ხდება ამ მიზნების “ჩაფლავება”. საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ ამისთვის მზად არ ვიყავით და კიდევ უნდა ვცადოთ მომდევნო თვეში….. წელიწადში.

რატომ ხდება ხოლმე ასე? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ გვსურს ბევრს მივაღწიოთ რაც შეიძლება მოკლე დროში; იმიტომ, რომ ძნელია შეიცვალო ძველი ჩვევები და სცადო ახალი.

 

 კაიზენი, ერთ წუთიანი პრინციპი

იაპონურ კულტურაში არსებობს კაიზენის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს იდეას თვით განვითარების შესახებ. ამ პრინციპის მთავარი იდეა არის ის, რომ პიროვნებამ უნდა სცადოს რაიმეს გაკეთება ერთი წუთის განმავლობაში, ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს. ეს არ იქნება რთული გასაკეთებელი არავისთვის, ყველაზე ზარმაცებისთვისაც კი. ძალიან ადვილია დღის განმავლობაში ერთი წუთის გამონახვა ამისთვის.

მნიშვნელოვანია, გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების. გაითავისუფლეთ თავი თქვენს უუნარობაზე ფიქრისგან. წინსვლისთვის აუცილებელია გქონდეთ გამარჯვებისა და წარმატების გრძნობა.

კაიზენი აღმოცენდა იაპონიაში. თითონ სიტყვა კაიზენი შედგება ორი ნაწილისაგან – “კაი” (ცვლილება) და “ზენ” (სიბრძნე). მეთოდი შექმნილია მასააკი იმაის მიერ, რომელსაც სწამს, რომ ფილოსოფია შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ბიზნესის წარმატებისთვის, ასევე პირადი ცხოვრებისთვისაც.

თავდაპირველად, კაიზენის მეთოდი შეიძლება საეჭვო და უშედეგო მოეჩვენოს დასავლეთის კულტურის ხალხს, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება ნამდვილად შეიძლება ბევრ სფეროში. მაგალითისთვის, კაიზენს იაპონიაში იყენებენ მენეჯმენტის განვითარებისთვისაც.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: