მთავარი საკითხავი როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები წითელქუდას?

როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები წითელქუდას?

by guramus

ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ზღაპარი ცნობილ მწერლებს რომ დაეწერათ, გაინტერესებთ რა გამოუვიდოდათ? გთავაზობთ ძალიან საინტერესო ვერსიებს.

თუ იცნობთ ქვემოთ მოყვანილი მწერლების შემოქმედებას, აუცილებლად დაინახავთ მათი წერის სტილს.

***

– მოდი ჩემთან. – მშვიდად წარმოთქვა მგელმა.

წითელქუდამ ორი ჭიქა აავსო კონიაკით და მგელს სასთუმალთან მიუჯდა. ისინი ხარბად ისუნთქავდნენ კონიაკის ნაცნობ არომატს. ამ არომატში იყო ჩაქსოვილი მოწყენილობა და დაღლილობა, რომლებსაც მზის ჩასვლის იერი დაჰკრავდა. კონიაკი იყო თავმოყრილი მთელი ცხოვრება.

– მოვალ – უპასუხა წითელქუდამ – სხვა გზა ხომ არც ერთს არ გვაქვს. არც მე და არც შენ მომავალი არ გვაქვს.

მგელი დუმდა. ის წითელქუდას ნათქვამს ეთანხმებოდა.

ერიხ მარია რემარკი

***

წითელქუდა ხომ მისი რასის ღირსეული წარმომადგენელი იყო. მის ძარღვებში ჩქეფდა ჩრდილოეთის დამპყრობელი თეთრკანიანების ძლიერი სისხლი. წითელქუდა თვალის დაუხამხამებლად ეკვეთა მგელს და ერთი ძლიერი, კლასიკური აპერკოტით ყბა მოამტვრია. შეშინებული მგელი გაიქცა, წითელქუდამ კი ის თავისი მშვენიერი, ქალური ღიმილით გააცილა.

ჯეკ ლონდონი

***

წითელქუდა აკანკალდა. მან საშინელი მარტოობა იგრძნო. ის მარტო იყო, როგორც ნემსი უდაბნოში, როგორც მტვერი ვარსკვლავებს შორის, როგორც არენაზე ლომებთან საბრძოლოდ გამზადებული გლადიატორი.

ვიქტორ ჰიუგო

***

მგელი მას შეხვდა. ის უყურებდა წითელქუდას, როგორც გამოცდილი პარიზელი გარყვნილი მამაკაცი უყურებს პროვინციიდან ჩამოსულ გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი თავი უმანკოდ წარმოჩენას. მაგრამ მამაკაცს მისი უმანკოების გოგონაზე მეტად ნამდვილად არ სჯერა და უკვე თვალწინ უდგება, თუ როგორ იწყებს მის გახდას, როგორ აცლის ფენებად ტანსაცმელს იქამდე, სანამ გოგონა მხოლოდ თხელი პერანგის ამარა არ რჩება, რომელიც თვალსაჩინოდ წამოაჩენს მისი სხეულის ფორმებს.

გი დე მოპასანი

***

– ჩვენ ერთი სისხლის ვართ! – დაუყვირა წითელქუდამ მგელს – წარმატებულ ნადირობას გისურვებ!

რადიარდ კიპლინგი