მთავარი ურთიერთობები “მადლობა” “ბოდიში”-ს ნაცვლად

“მადლობა” “ბოდიში”-ს ნაცვლად

by guramus

„ბოდიშს დიდი ძალა აქვს: ძალადობის გარეშე აგვარებს კონფლიქტებს, სპობს ერებს შორის განხეთქილებას, მთავრობას ეხმარება მოსახლეობის ტანჯვის დანახვაში და ხელს უწყობს პირადი ურთიერთობების მოგვარებას“. ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთი ბესტსელერის ავტორსა და სოციოლინგვისტს, დებორა ტანენს, რომელიც მუშაობს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ფედერალური ოლქი). თუმცა ბოდიშის მოხდა სიტყვა “ბოდიში”-ს გამოყენების გარეშეც არის შესაძლებელი. როგორ?

– ქვემოთ მოცემულია სწორი და არასწორი ფორმები ბოდიშის მოხდისთვის

თუ მეგობართან შეხვედრაზე დააგვიანეთ
⭕ სწორია: მადლობა მოთმინებისთვის.
❌არასწორია: ბოდიში, მე ყოველთვის ვაგვიანებ.

მეგობართან საუბრისას
⭕სწორია: მადლობა, რომ გესმის ჩემი.
❌არასწორია: ბოდიში, ალბათ კარგად ვერ ავხსენი.

⭕სწორია: მადლობა მოსმენისთვის.
❌არასწორია: ბოდიში, თავგზა მაქვს აბნეული.

მეგობართან ყოფნისას
⭕სწორია: მადლობა, რომ ჩემთან იყავი.
❌არასწორია: მგონი, მოგაბეზრე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: