მთავარი ფილმები მარტო სახლში – ფილმები, რომლებიც საშობაო განწყობას ქმნიან
marto saxlshi

მარტო სახლში – ფილმები, რომლებიც საშობაო განწყობას ქმნიან

by guramus

ალბათ, არ არსებობს შობა-ახალი წელი საშობაო ფილმების გარეშე. ყველა ჩვენგანი დიდი სიამოვნებით ველოდებით ხოლმე, სანამ ტელევიზიები საშობაო პროგრამაზე გადაეწყობიან და დაიწყებენ საშობაო ფილმების ჩვენებას.

არჩევანი მართლაც დიდია, ბევრი შესანიშნავი ფილმი შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ მათ შორის საუკეთესო “მარტო სახლში / Home Alone ” – ის 5-ვე ნაწილია.

პირველ ნაწილში პატარა კევინი მრავალსულიან ოჯახს სახლში დარჩება და საშობაო არდადეგებზე მის გარეშე გაემგზავრება. მოგეხსენებათ, მძარცველები ყოველთვის ელოდებიან შესაბამის მომენტს და შობის გამო დაცარიელებულ ქალაქზე იერიშის მიტანა ყველაზე მომგებიანია.

კევინი, რომელიც სახლში მარტოა, იძულებულია გაუმკლავდეს ორ მძარცველს და არ მისცეს უფლება გაძარცვის.

მეორე ნაწილის “მარტო სახლში 2: ნიუ–იორკში დაკარგული” -ს მოქმედება ხდება ნიუ იორკში. პატარა კევინი ოჯახთან ერთად ფლორიდაში გამგზავრების ნაცვლად ნიუ იორკში აღმოჩნდება. იქ მას ჯერ სასტუმროს ადმინისტრაციასთან მოუწევს საქმეების მოგვარება და მოულოდნელად ძველ “მეგობრებსაც” გადაეყრება. პირველი ნაწილიდან ცნობილი მძარცველები სათამაშოების მაღაზიის გაძარცვას გეგმავენ. კევინი კი მზად არის თავი შეახსენოს.

მესამე ნაწილში ბოროტმოქმედები მიკროსქემას ყიდულობენ. მას მთელი სისტემის ნეიტრალიზირება შეუძლია. სქემა ბოროტმოქმედებმა სათამაშო მანქანაში დამალეს და უნდოდათ საზღვარზე გადატანა. აეროპორტში კი ყველაფერი თავდაყირა დგება.

მეოთხე ნაწილში პატარა ონავარი ბიჭი კევინის ოცნება სახლში მარტო დარჩენაა. თუ რაიმე გულით გსურს, ოცნებებიც სრულდება.

მეხუთე ნაწილის “მარტო სახლში 5: სადღესასწაულო ძარცვა” სიუჟეტი პატარა ფინის გარშემო ვითარდება. ფინის ოჯახი მზიანი კალიფორნიიდან მაინში გადადის. ფინი თვლის, რომ მათ ახალ სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ და გადაწყვეტს ისინი დაიჭიროს.

როგორ გამოიყურებიან მარტო სახლის ვარსკვლავები 25 წლის შემდეგ?

კევინი

ჰარი

მარვინი

ქეითი

პიტერი

ბაზი

მეგანი

ჯეფი

ლინი

ძია ფრენკი

დეიდა ლესლი
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: