ყველა ადამიანი ეძებს იმ ერთადერთს, რომელთანაც თავს სრულყოფილად იგრძნობს. ორი ადამიანის თანაცხოვრება ერთ მთლიან, სავსე სიყვარულად უნდა იქცეს.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ხუთი ყველაზე სტაბილური წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მათი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
ვერძი & ტყუპი
ეს არის ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ურთიერთკავშირი, რომელიც უდიდეს ენერგიას წარმოშობს. აღნიშნული განაპირობებს ამ ორი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ერთიანობას. ეს წყვილი ხმაურით გამოირჩევა, თუმცა მათ ერთმანეთი არასდროს ბეზრდებათ. აქვთ ოპტიმიზმის გასაოცარი გრძნობა.
მშვილდოსანი & ლომი
ორივე მათგანი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათი სიყვარული ფეიერვერკს გავს. ორივე მათგანი ძლიერი ხასიათისაა. მათი წარმატებული ურთიერთობის მიზეზი საერთო მიზნები და ხედვაა.
სასწორი & ვერძი
ეს წყვილი გამორჩეულია იმით, რომ შეუძლიათ ერთმანეთი დააბალანსონ. ისინი ერთმანეთს ავსებენ. გააჩნიათ განსხვავებული თვისებები, მაგრამ სწორედ ეს განაპირობებს მათ ურთიერთკავშირს.
ქალწული & მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშნების მიზანი სამყაროს უკეთესობისკენ სეცვლაა. ისინი ბოროტებას სიყვარულით უპირისპირდებიან. მერწყული საკუთარი ამბიციური იდეების განხორციელებას იდეალურად ახერხებს ქალწულის ხელშეწყობითა და დახმარებით.
თევზები & კურო
მიწისა და წყლის ურთიერდამოკიდებულება ძალიან ჰგავს ზოდიაქოს ამ ნიშნების ურთიერთობას. ინისი უერთმანეთოდ ვერ სძლებენ და ერთმანეთს ავსებებნ. კუროს პრაქტიკულობა და მზრუნველობა არის ზუსტად ის, რაც მეოცნებე თევზებს აკლია, თავის მხრივ, კი თევზების გულის სითბო კუროს ნებისმიერი მიზნის რეალობად ქცევის სტიმულს აძლევს.