მთავარი საკითხავი ჰემინგუეის მიერ რეკომენდირებული აუცილებლად წასაკითხი წიგნები

ჰემინგუეის მიერ რეკომენდირებული აუცილებლად წასაკითხი წიგნები

by guramus

the-blue-hotel-by-stephen-crane-1681003767ცისფერი სასტუმრო – სტივერ კრეინი

ნოველის მთავარი თემაა ომის კოშმარები, მარტოობა, სოციალური უკუღმართობა, რომლებსაც ავტორი რეალისტურად,  ხატოვნად გადმოგვცემს. “ცისფერი სასტუმრო” (1898) მწერლის ნოველებს შორის გამოირჩევა მკვეთრი ფსიქოლოგიური სიტუაციებითა და დრამატული სიმძაფრით.

 

 

 

 

 

 

 

 

madameმადამ ბოვარი – გუსტავ ფლობერი

რომანში ნაჩვენებია, თუ როგორ უხუთავს ადამიანს სულს დამყაყებული პროვინციული ყოფა. ნაწარმოების მთავარმა მოქმედმა პირმა — ემამ ვერ ჰპოვა იდეალი ვერც მეუღლეში და ვერც თაყვანისმცემლებში. მისმა ცხოვრებამ რთული ხასიათი მიიღო, სადაც ზნეობრივი და უზნეო საქციელი გადაეხლართა ერთმანეთს. ემამ ყველაფერზე გული აიცრუა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ფლობერისთვის ემა განზოგადებული სახეა, ამიტომაც ავტორმა აღნიშნა: „ჩემი ემა ტირის საფრანგეთის ყოველ პროვინციულ ქალაქში“.

 

 

 

 

 

shop_product_image_1602დუბლინელები – ჯეიმს ჯოისი

ჯეიმზ ჯოისის დუბლინელები აერთიანებს თხუთმეტ მოთხრობას. მოთხრობები დაიწერა მაშინ, როდესაც ირლანდიაში ნაციონალიზმი პიკში იყო და მძვინვარებდა სურვილი ეროვნული თვითმყოფადობის და მიზნის პოვნისა. ისტორიისა და კულტურის გზაჯვარედინზე, ირლანდია სხვადასხვა იდეისა და გავლენის ქვეშ მოექცა, რომლებიც ჯოისის ნათლისღების იდეის ცენტრს წარმოადგენენ: მომენტი, სადაც გმირები განიცდიან ცხოვრების ცვლილებას, საკუთარი თავის შეცნობას და გამორკვევას. მოგვიანებით კი, დუბლინელების ბევრი პერსონაჟი მეორე ხარისხოვან როლში გვევლინება, ჯოისის კიდევ ერთ ნოველაში, ულისე. თავდაპირველად ამბავს მოგვითხრობენ ბავშვები, როცა ამბები გრძელდება ვხედავთ როგორ უმკლავდებიან ცხოვრების სირთულეებს ზრდასრულები. ჯოისის ნოველების ძირითად ხაზს სწორედ სამნაწილად დაყოფა წარმოადგენს: ბავშვობაში, მოზარდობაში და ზრდასრულობაში.

 

shop_product_image_352წითელი და შავი – სტენდალი

სტენდალის ,,წითელი და შავი’’ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია, რომელმაც დიდი ხანია გადალახა დროის საზღვრები. რომანი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტალიზმმა სრული სვლით XXI საუკუნეში შემოაბიჯა. მკითხველი თავად აანალიზებს პოლიტიკის ლაბირინთებსა და ეკონომიკურ პროცესებში ადამიანთა ურთიერთობებს, რაც ფოკუსირდება ახალგაზრდა პროვინციელი გლეხის, ნიჭიერი ჟულიენ სორელის პიროვნებაში, რომელსაც საზოგადოებრივ კიბეზე წინსვლა სურს. ჟულიენი იმ ტრაგიკული ეპოქის შვილია, რომელშიც ადამიანები სოციალურ კიბეზე წარმატების მისაღწევად ზნეობას ივიწყებდნენ. იქ, სადაც ძალა მეფობს, სულიერება ზედმეტია. პიროვნება რწმენისთვის, სიყვარულისთვის ისჯება და გარემოების მსხვერპლი ხდება.

 

shop_product_image_1381ანა კარერინა – ლევ ტოლსტოი

რომანში აღწერილია ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალის ცხოვრება, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს – ჰყავს გავლენიანი ქმარი და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას. მაგრამ თავი მაინც უბედური ჰგონია,ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე ოფიცერი.

 

 

 

 

shop_product_image_1755ომი და მშვიდობა – ლევ ტოლსტოი

“ომი და მშვიდობა”— ლევ ტოლსტოის რომანი, რომელსაც 1865წლიდან 1868 წლამდე წერდა. რომანში აღწერილია 1812 წლის რუსეთის სამამულო ომი. უკვე 1865 წელს რომანმა დიდი წარმატება მოიპოვა

 

 

 

 

 

 

karamazov-2ძმები კარამაზოვები – თედორე დოსტოევსკი

„ძმები კარამაზოვები“— რუსი მწერლის თედორე დოსტოევსკის ბოლო რომანი, რომელიც მისი ცხოვრებისეული შრომის კულმინაციას წარმოადგენს. დოსტოევსკიმ ამ რომანის შექმნას ორი წელი დაუთმო. მწერლის ჩანაფიქრით ეს რომანი ეპიკური ნაწარმოების „დიდი ცოდვილის ცხოვრება“ პირველი ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ის ამ წიგნის გამოცემიდან ოთხ თვეში გარდაიცვალა.

დაახლოებით 800 გვერდიანი „ძმები კარამაზოვები“ დოსტოევსკის ყველაზე დიდი ლიტერატურული ნამუშევარია. მან მრავალი როგორც კრიტიკული, ისე დადებითი შეფასება მიიღო და ხშირად მოხსენიებულია მწერლის Magnum opus-ად. 12 წიგნისგან შემდგარი „ძმები კარამაზოვები“ აღწერს სამი მთავარი გმირის ისტორიას: ახალბედა ალიოშა კარამაზოვის, ურწმუნო ივან კარამაზოვის და ჯარისკაც დიმიტრის