მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

ანდერძი

ანდერძი ერთგვარად ტრაქტატია,რომელშიც თავმოყრილია ყველა ის ფასეულობა,რომელიც შოთა რუსთაველმა მთლიან ნაწარმოებში სიუჟეტებისა და დიალოგების სახით გადმოგვცა. ანდერძი ფილოსოფიური აზროვნების უბადლო გამომხატველია,რომლის ცენტრშიც დგას პიროვნება  ზნეობრივი ფასეულობების პრიმატით. აქ ვხედავთ რომ პიროვნების ინტერესები უნდა ემთხვეოდეს სახელმწიფოს ინტერესებს,რაც გარკვეულად ჰარმონიის მაჩვენებელია. იქ სადაც სახელმწიფოს ინტერესები აღემატება პიროვნების ინტერესენს,იქ უკვე ვაწყდებით რადიკალიზმს,რომელსაც ავლენს პიროვნება პატრონთან დაუმორჩილებლობის თვალსაზრისით.ანდერძში სიბრძნე და ზნეობა განუყოფელი ცნებებია,რაც ქმნის მეტაფიზიკურ კავშირს სამყაროში.გონიერმა ადამიანმა ზუსტად იცის რა არის ზნეობრივი ფასეულობა და რა უნდა გააკეთოს ამის მისაღწევად. ამიტომაც ამბობს ავთანდილი: ‘’კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა’’. ავთანდილი კიდევ უფრო ფილოსოფიურ აზრს გვთავაზობს.მისი აზრით,სიყვარული არის ერთადერთი გზა ღმერთთან მიახლოებისა.ამ სიყვარულში კი ავთანდილი გულისხმობს  მოყვასისადმი თავგანწირვას,რაც საკრალურ ღირებულებამდე ადის ‘’მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა’’, ავთანდილი საუბრობს ასევე განგების გარდაუვალობაზე და არა ღმერთის ვნებელობაზე.ის რაც ცუდი ან კარგი ხდება,ავთანდილი განგების გარდაუვალობით ხსნის.ის განსაკუთრებულ ხაზს უსვამს  სიცრუეს,როგორც მომაკვდინებელ ცოდვას და მყარ არგუმენტად მოჰყავს პლატონის სიტყვები: ‘’სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერემე სულსა’’. ავთანდილი მოითხოვს პიროვნების ავტონომიად და ის არ უფრთხის მეფესთან დაპირისპირებას. ამა შემთხვევაში ვხედავთ პიროვნების ინტერესების უფრო მაღალ საფეხურზე აწევას ვიდრე სახელმწიფოსი,ამ დროს იგი ემსგავსება ნესტანსა და ტარიელს როცა ფარსადანს დაუპირისპირდებიან,რათა საკუთარი პიროვნული აზრი და თავისუფლება დააფიქსირონ. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენად აქვს გათავისებული თითოეულ ყმას პატრონის წინაშე  მოვალეობა შეასრულოს სახელმწიფოსა და პიროვნული ინტერესების თანხვედრიდან გამომდინარე,მაგრამ ისიც ვნახეთ, ერთ-ერთის გამორიცხვის შემთხვევაში როგორ ირღვევა კავშირი. ავთანდილის თავისუფლება შიგნიდან მომდინარეობს და მისი მოწოდება თავისუფლებისაკენ უფრო მასშტაბური ხდება. ის ანდერძად ტოვებს შემდეგ სიტყვებს: ‘’მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები’’, მისი მსოფლგაგება  ასეთია: ყველა ადამიანი,ყმაცა და სპასპეტიც,თავისი თავის უფალია და ეს ნება ღვთისგან ებოძათ.ერთი შეხედვით ძლიერი და ლომგული ავთანდილი მგლისფერ სიკვდილს უფრთხის და მის ყოვლისშემძლეობას და გარდაუვალობაზე საუბრობს: ‘’ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი’’, ავთანდილისეული ფორმულა სიკვდილის დასამარცხებლად ამქვეყნიურ ცხოვრებასა და  მოყვასისადმი თავგანწირვაში მდგომარეობს. მან იცის,რომ შესაძლოა ცოცხალი აღარც დაბრუნდეს,მაგრამ იცის,რომ ტარიელის სახით მოყვასს ეწირება და ღირსეულ სახელს დაიმკვიდრებს. ავთანდილი ანდერძში განგებას უპირისპირეებს ღმერთს, სამყაროს შემქმნელსა და დამბადებელს.’’ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად’’. ავთანდილის ოპტიმიზმს ღმერთი უზრუნველყოფს  და საკუთარი ქმედების სისწორეში თვითდაჯერებულს სწამს,რომ ამ მძიმე გზაზე ღმერთი შეეწევა ‘’ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა …’’-ასე რომ,ავთანდილის მეფესთან დაპირისპირება ეთიკის ნორმებში ჯდება და მან,როგორც ბრძენმა და გონიერმა ადამიანმა,იცის რა უნდა  გააკეთოს,ის არ დაუშვებს ფიცის გატეხას,რადგან იცის,რომ ფიცის გამტეხ კაცს  არსად და არასოდეს გაუმარჯვია’’.

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: