მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

ასმათის ნახვა

ასმათთან გაემართნენ. ტარიელი უბოდიშებს მისი საქციელის გამო და ამბობს:  ‘’დიდი ლხინია ჭირთა თქმა,თუ კაცსა მოუხდებოდის’’, იმ ღამეს ერთად იყვნენ და მეორე დღეს ავთანდილმა უთხრა,რომ მზად არის და სთხოვს ფრიდონის გზა მიასწავლოს.ტარიელი აღმოსავლეთისკენ მიუთითებს და მისი ამბის მოყოლას სთხოვს თუ ფრიდონი დაინტერესდება. ფრიდონთან მიმავალი ავთანდილი წუთისოფლის საყვედურს კიდევ ერთხელ ამბობს,ის წუთისოფლის დაუნდობლობასა და უცნაურობაზე საუბრობს,თუმცა წუთისოფლისგან მიღებული ტანჯვის მიღმა,ღმერთის ოპტიმიზნი იმალება მისი მოწყალეობის სახით. ‘’ვა სოფელო რა შიგან ხარ რას გვაბრუნდებ რა ზნე გჭირსა,ყოვლი შენი მომდნობილნი,ნიადაგმცა ჩემებს ტირსა,სად წაიყვანს სადაურსა,სად აღუფხვრის სად ებრ ძირსა,მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა მისგან განაწირსა’’. ავთანდილი ექცევა კოსმიური სამყაროს ცენტრში,ის ახლა ღმერთს ემიჯვნება და ვარსკვლავებს მიმართავს,არ აშინებს ტანჯვა.

ზუალი-სატურნი

მუშთარი-იუპიტერი

ოტარიდი-ნეპტუნი

მარიხი-მარსი

ასპიროზი-ვენერა

ვარსკვლავებს იმოწმებს ავთანდილი,მათ იციან რა ცეცხლითაც ის იწვის.ავთანდილი ამბობს შემდეგ სიტყვებს: ‘’ მაგრამ თუ ჭირსა არ დათმობ,ლხინი რა დასათმობია’’-ლხინის გაუსაძლისობა არსად არ თქმულა. 70 დღე იარა სანამ ფრიდონამდე მივიდოდა.ის მენავეებს ხვდება,რომელთაც ძმებად მოიხსენიებს,ეს მეტყველებს იმაზე,რომ უცხო რანგი და სოციალური სტატუსი ვეფხისტყაოსანშ არ არის მნიშვნელოვანი.ისინი ფრიდონის სამეფოს მიასწავლიან,რომელიც თურქთა სამეფოს ესაზღვრება. ‘’ნურადინ ფრიდონ მეფეა,ამა ქვეყნისა ჩვენისა,მოყმე,მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხტომი ცხენისა’’. ისინი შეახსენებენ ავთანდილს ფრიდონის მოხერხებულობის,სიქველის და სიფიცხლის შესახებ. ავთანდილი არტისტულად შედის მულღაზანზარში.იქაურებს წრე შემოურტყავთ,ავთანდილი ორბს არღვევს და წრე ირღვევა. ‘’მით ლაშქარსა ყორბსა შუა,ორბი სირთმე გადმოფრინდა,ყმამან ცხენი შეუტია,გაამაყდა არ შეშინდა’’. ფრიდონი მისკენ გაემართა,რადგან მისმა მონებმა უკვე მოახსენებს,რომ მასთან შეხვედრას ითხოვდა ტარიელის ძმადნაფიცი. ვეფხისტყაოსნის გმირებს ახასიათებთ  ერთმანეთის ღირსების შეცნობა.ეს დეტალი ვნახეთ ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრის დროს. ‘’თვით უსახოდ ფრიდონს ყმადა,მოეწონა ყმასა ფრიდონ’’. ავთანდილი ფრიდონს იქ მიჰყავს,სადაც ნახა ნათება ნესტანის სახით, ოთხ მონას აყოლებს თან,ქაფს-მკლავის ჯავშანს,საბარკულს-წვივის ჯავშანს და სამოც ლიტრა წითელ ოქროს. ერთი უებრო ტაიჭიც აჩუქა თავისი უნაგირით და ერთმანეთს ტირილით გამოემშვიდობნენ.

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: