მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

ავთანდილი გულანშაროში

ავთანდილმა გადაიარა ზღვა,ჯუბაჩაში გამოწყობილმა ბოლომდე გაასაიდუმლოა თავისი ვინაობა.საოცრად გამოიყურება გულანშარო,განსხვავებული სტილითა და წეს-ჩვეულებებით. ამ სახელმფოსთვის დამახასიათებელია ჰედონიზმი (სიამოვნება,გართობა) და მერკალტერიზმი(ვაჭრობა და სარგებლობის მიღება).ავთანდილი ერგება ამ სიტუაციას და პირდაპირ მიდის უსენის მებაღესთან,სადაც კითხულობს სხვადასხვა ნივთების ფასს.

‘’რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად ვინ იხსნების’’,

მიუხედავად  უცნაური გამოწყობისა,გარშემომყოფთათვის მისი სილამაზე შეუმჩნეველი არაა. უსენის მებაღე ფატმან ხათუნთან გასაუბრებას ურჩევს,რომელთანაც -ფატმანთან და უსენთან მოწმდება საქონელი.ზღვათა სამეფოს განაგებს მელიქ სულხავი,უსენი ვაჭართა უფროსი-ხუცესია. გულანშარო ისეთ ადგილას მდებარეობს,რომელიც გზაჯვარედინს წარმოადგენს და ყველა ძვირფასეულობა აქ ხვდება.უსენს ევალება ყველა ნივთის გადახარისხება და საუკეთესოს მელიქ სულხავისთვის გადაცემა. გულანშაროს ცხოვრების წესი ასეთია: დიდვაჭარნი სარგებლისა ამისებრა ჰპოვენ,იყიდიან გაყიდიან,მოიგებენ წააგებენ,გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლნით კრებენ,უქონელნი წელიწადის სიმდიდრესა დაიდებენ.- ეს მიგვანიშნებს ამ სახელმწიფოს ძლიერებაზე. უსენის მებაღე ფატმანს ასე ახასიათებს: ‘’ფატმან ხათუნ სახლში არის,ნათლად კარგი შავგვრემანი,პირმსუქანი არპირმხმელი, მუტრიფთა  და მოყვარეთა მოყვარული,ღვინის მსმელი,დია ედავ სასალუქოდ დასაბურავ-ჩასაცმელი’’. ფატმან ხათუნი სრულიად განსხვავებული ქალი პერსონაჟია,ის კურტიზან ქალებს მიეკუთვნება,რომელიც ხორციელებაში ჩაფლული რუსთაველის სიყვარულის კონკრეტული მაგალითია. მუტრიფი-მომღერალი. სასალუქო-ჩასაცმელი.

უსენის მებაღე საკმაოდ გაიძვერა ადამიანია,ის დარწმუნებულია რომ ფატმანი ავთანდილით მოიხიბლება.მთელი გულანშარო ავთანდილის სილამაზის საჭვრეტად მოემზადა

‘’მათთა ცოლთა მოიძულეს ქმარნი დარჩნენ გაბასრულად’’.

ფატმანიც იხიბლება ავთანდილით და პირველ ნახვაზევე გაუმიჯნურდება.

‘’ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,

სიყვარული მეტისმეტი მოუვიდა ცეცხლებს ყრიდა’’

ფატმან ხათუნი არ აყოვნებს და სამიჯნურო წერილს სწერს ავთანდილს, მას კი უკვირს და ამპარტავნულად ამბობს: ‘’თქვა ყვავი ვარდსა რად აქნევს,ანუ რა მისი ფერია,მაგრამ მასზედა ბულბულსა ჯერ ტკბილად არ უმღერია’’ ბოლო მეტაფორაში იგულისხმება,რომ ავთანდილი ხორციელი ვნების საიდუმლოს არ ზიარებია. იგი მზადაა დროებით გაუმიჯნურდეს . მისი პრაგმატულობა არაერთხელ ვნახეთ და აქაც გონებით მოქმედებს და ფატმანს გაუმიჯნურდება,რადგან ეს საქმის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. ‘’უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოხერია’’

‘’ცამ სიმოკლე ბოროტისა კეთილია მისი გრძელი’’-ავთანდილმა იცის,რომ ფატმანი მისთვის შესაფერისი საშუალებაა,საწადელს მიაღწიოს,რადგან ის იმ ქვეყნის წარმომადგენელია,სადაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ხვდება და მას უთუოდ ბევრი რამ ეცოდინება ‘’ბინდისგვარია სოფელი ესე თურ ამად ბინდდება,კოკასა შიგან რაცა სდგას იგივე წარმოდინდება’’-ეს მეტაფორა მოემართება გულანშაროს მისი ცხოვრების სტილით.აქ ბევრი სიბნელე და საიდუმლოა და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი აზრიც.

* * *

ავთანდილი მზადაა ფატმანთან შესახვედრად,თუმცა ფატმანს არ სურს,რადგან იმ საღამოს საფრთხე იქნება მათი მიჯნურობის გამხელის. ზღვის პირად იდგა წითელ-მწვანე ქვით ნაშენი სასახლე,რომელიც უამრავი სამშვენისით იყო მორთული.მათ არშიყობის დროს ჭაშნაგირი-ფატმანის ყოფილი საყვარელი შეუსწრებს და დაემუქრება ფატმანს შვილებთან დასმენით. ფატმანი ჭაშნაგირის მოკვლას და ბეჭდიანი თითის მოტანას ავალებს ავთანდილს. თან მონას გააყოლებს,მიასწავლის ჭაშნაგირის მდებარეობას და ორ მონასთან მყოფ ჭაშნაგირს საოცარი სისასტიკით კლავს.თავებს ერთმანეთ შემოანარცხებს,ეს პასაჟი ხვარაზმშას ძის მოკვლის ეპიზოდს გავს,თუ ძის მოკვლა ნესტანის და ტარიელის ტრაგედიად იქცა,ჭაშნაგირის მოკვლით მათი ტრაგედია სრულდება’’. ‘’თავი თავსა შეუტაკა,გაურივა ტვინი თმასა’’ ავთანდილი ომპერატივშესრულებული ბრუნდება ფატმანთან ბეჭდიანი თითით.

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე