მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

უცხო მოყმის ნახვა

კვანძის შეკვრა უკავშირდება უცხო მოყმის ნახვას.მოსასვენებლად მომზადებულ როსტევანს და ავთანდილს უცნაური სანახაობა წარმოუდგებათ თვალწინ.ეს არის უცხო მოყმე,რომელიც წყლისპირას ტირის. უცნაურია მისი გარეგნობა,რომელსაც ამშვენებს ვეფხვის ტყავ-კაბა და მისი ტყავისგან შეკერილი ქუდი.ასევე შავი ცხენი,რომელიც შემკულია მარგალიტით მოჭედილი ლაგამ-აბჯარ-უნაგირით.ყველაზე მეტ ინტერესს მისი ტირილი იწვევს.თუმცა ვეფხისტყაოსნის გმირებისთვის ტირილი ნოვატორული ხერხია რომელიც სულიერი დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება.

როსტევანმა გაგზავბა ჯერ 1 და შემდეგ 12 მონა,ბოლოს კი მთელი ლაშქარი.უცხო მოყმის ემოცია პოეტს გაჰიპერბოლებული აქვს და მის სიმწვავეს გადმოსცემს : ‘’ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი’’. მონის ვერაფერი გაიგო, 12 მონაზე რეაქცია ქონდა იმიტომ,რომ აბჯრის ჩხარუნმა გამოაფხიზლა, მონებმა გადაწყვიტეს მისი შებყრობა,მაგრამ მან ისინი თავისაუწევლად დახოცა,რითიც მწერალმა უცხო მოყმის ძალის დემონსტრირება ჰიპერბოლით გადმოგვცა. განრისხებული როსტევანი თავად მიდის,თუმცა ვხედავთ,რომ ტარიელს მის დანახვაზე განსაკუთრებული რეაქცია აქვს.ის ისე გაუჩინარდა თითქოს ქვესკნელში ჩაძვრა ან ზეცაში აფრინდაო. მეფეს ჭმუნვის მიზეზი განუახლდა,თავის ოთახში შევიდა მხოლოდ ავთანდილთან ერთად,რომელსაც შვილს უწოდებს.ჯალაბობა-ოჯახობა გაუშვა,თინათინი მამის ჭმუნვის ამბავს იგებს და მისთვის ყოველი სიხარული უფერულდება. თინათინმა ოთახის მოსამსახურისგან გაიგო მამის ძილ-ღვიძილის ამბავი.თინათინი შედის მამასთან საიდანაც ისმენს მამის ღვთისადმი სასაყვედურო სიტყვას: ‘’ უთუოდ ღმერთსა მოვძულდი აქამდე მე მხიარული’’,რაზეც თინათინი მამას პირდაპირ ამხელს და ეუბნება:’’ კაცმან საქმე მოაგვაროს დაღრეჯვასა ეგრე სჯობდეს’’. იგი მამას აკრიტიკებს ღვთისადმი საყვედურის გამო და ამბობს: ‘’ ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა’’. ამ ფრაზით ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ რუსთაველი კარგად იცნობდა არეოპაგეტიკულ მოძღვრებას სადაც ღმერთია კეთილის საწყისი და ბოროტებას არ დაუშვებს. თინათინს ეს სიტყვები არგუმენტად მოყავს მამის დასარწმუნებლად. მეფე კი ამბობს ‘’უცხოსა და საკვირველსა ყმასა რადმე გადვეკიდე’’ ამით ყურადღებას ამახვილებს უცხო მოყმის სილამაზეზე.ჭმუნვას სჯობს სამოქმედო გეგმა დასახოს და ოთხივე მხარეს კაცი გაგზავნოს,ხოლო თუ ვერ იპოვის ეს იყო ეშმა და მოჩვენება.მეფე უსმენს თინათინს და ისე იქცევა როგორც არიგებს,თუმცა უცხო მოყმის ამბავს ვერ იჯერებს.

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე