მთავარი საკითხავი ვეფხისტყაოსანი – შინაარსი
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი – შინაარსი

by guramus

ასმათთან შეხვედრა

მალევე აცილებს ტარიელს ასმათი.ავთანდილი სარგებლობს იმ შემთხვევით და მიდის ასმათთან.მას ჰგონია,რომ საწადელს უკვე მიაღწია.მისი ხსნის ობიექტს გარმოადგენს ასმათი,თუმცა რუსთველისეული კონცეფციით რომ ვიმსჯელოთ,ადამიანს შეუძლია რთული საქმე უფრო გაამძაფროს,რისი მაგალითიცაა ავთანდილისა და ასმათის შეხვედრა.ასმათი შედარენულია კაკაბთან,რომელიც არწივის კლანჭებში მოექცა.ასმათს გონია,რომ ტარიელი მიბრუნდა რადგან ამ ადგილას სხვა კაცის არსებობა ვერ წარმოუდგენია,თუმცა ავთანდილი ცდილობს ქალი დაამშვიდოს და შიშის საფუძველი გაუქარწყლოს იმით,რომ ორივე ადამიანია და მათ შორის კონტაქტი უნდა დამყარდეს.ადამიანს ადამიანის უნდა ესმოდეს  ამიტომაც უთხრა: ‘’ ეტყოდა სულე რამც გიყავ,კაცი ვარ ადამიანი’’(ალეგორიულად მოიაზრება ‘’კაცია ადამიანი’’),ავთანდილი სთხოვს,რომ ტარიელის შესახებ უამბოს,რომელიც არის ‘’პირბაკმიანი და ტანსარო’’,რაზეც ასმათი ეუბნება ‘’ქალი ეტყოდა ტირილით,სარჩელი უგავს ბჭობასა’’ მას ავთანდილის ეს თხოვნა განაჩენად მიაჩნია,მოუწოდებს,რომ თუ შმაგია გონს მოვიდეს და თუ არა დაეხსნას,რადგან ამაოდ ეცდება. ავთანდილი ყველა ხერხს მიმართავს,ის თავს აცოდებს ასმათს და უხსნის,რომ მან ბევრი დაბრკოლება გადალახა და მისი ერთადერთი ხსნა ასმათია, ‘’ შენ მიპოვნიხარ სიტყვანი,ჩემი რატომცა გწყენია’’,მუხლიც კი მოიდრიკა მის წინაშე,თუმცა ამაოდ.ავთანდილმა  შეცვალა სტრატეგია,თმით წამოიზიდა და ყელზე დანა მიაბჯინა,რაზეც ასმათი ცინიზმით პასუხობს: ‘’ ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟი ნურა გგონია, მით მე დამიხსნი ტირილით …’’. ასმათისთვის ცხოვრებისეული საზრისი დაკარგულია და წუთისოფელს ჩალის ფასიც კი აღარ აქვს. ‘’ჩალად მიჩს ესე სოფელი’’.ავთანდილი საწადელს მხოლოდ მაშინ აღწევს,როცა ახსენებს: ‘’ვარ მიჯნური ხელი ვინმე,გაუძლებლად სულთა დგმისად,ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებნელად იმად ყმისად’’. ასმათი ავთანდილს ერთადერთ იმედად ესახება,იგი ხსნის,როგორ აქცია საკუთარი ლხინი ალქატად და ასმათი არის მისი მააზატებელი (განმათავისუფლებელი),ასმათთან ასევე მისი იუმორისტული ნიჭიც ვლინდება,ის ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავს უყვება. ასმათს მიჯნურის ხსენებაზე გული უბრუნდება და უჩნდება სურვილი დაეხმაროს ‘’ქალმან უთხრა: მომეწონა ყმაო შენი ნაუბარი’’, ეუბნება,რომ მას ასმათი ჰქვია,რომელსაც წვა აქვს ცეცხლისა ცხელისა,ხოლო იმ მოყმეს ტარიელი ჰქვია,ის მინდორშია და ცხენს არონინებს(დააჭენებს) და მისი ერთადერთი საკვები ნადირია,რომელიც ასმათთან მოაქვს. ასმათი დახმარებას ჰპირდება,თუმცა პირდაპირ ჯერ ვერ შეახვედრებს.ჯერ ასმათი ელაპარაკება და შემდეგ ახვედრებს. ტარიელი ადამიანებთან გაუცხოებულია,ამას კი იწვევს ის,რომ ამ ქვეყნად მას არ ეგულება ადამიანი,რომელსაც მსგავსი ჭირი ეხილოს.ნადირთა  თანა მყოფი ადამიანურ ურთიერთობებს გაურბის,ავთანდილს ასმათი ქვაბსა შინა დამალავს,მათი შეხვედრა აქაც დრამატულია, ‘’ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამა’’

ასმათი მოხსენიებულია შაოსან,ჩადროსან ქალად,იგი გონივრულად უდგება ამ საკითხს,ტარიელს მოეწოდებს ადამიანური ურთიერთობებისკენ,რადგან ტევრში მხეცებთან ერთად ყოფნა  მას ხსნას არ მოუტანს და ფუჭად გალევს საკუთარ ცხოვრებას.მთელი ქვეყანა მოუვლია და ერთი შემაქცევარი(დამხმარე) კაცი არ უნახავს და უხსნის,რომ მასთან ავთანდილია დასახმარებლად და სთხოვს არ განურისხდეს,ტარიელს კი მიაჩნია,რომ მისი წყლულების წამალი არარსებობს,რადგან ‘’ ჩემი ლხინია სიკვდილი,გაყრა სულის და ხორცისა’’.ტარიელი შეხვედრაზე თანხმდება.

გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე